ბულიში — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქვალონის თემში (სოფლები: ბულიში, გვიმარონი, გიმოზგონჯილი, დურღენა, ჭითაუშქური).[2] მდებარეობს ოდიშ-გურიის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე. ზღვის დონიდან 10 მეტრზე. ხობიდან დაშორებულია 8 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 431 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
509 |
241 |
268
|
2014[1] |
431 |
208 |
223
|
ლიტერატურა
სქოლიო