წინაგოლა — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, ხეთის თემის შემადგენლობაში (სოფლები: ლარჩვა, ნოჩხონი, ოხვამეკარი, წინაგოლა, ხეთა).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე მუნჩიის (ჭურიის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 20 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 9 კილომეტრით, ხეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 3 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 648 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1038 |
501 |
537
|
2014[1] |
648 |
315 |
333
|
ლიტერატურა
სქოლიო