მეორე გურიფული — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, გურიფულის თემში (სოფლები: მეორე გურიფული, პირველი გურიფული).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის ნაპირას. ზღვის დონიდან 10 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 3 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 429 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
542 |
260 |
282
|
2014[1] |
429 |
210 |
219
|
ლიტერატურა
სქოლიო