ახალხიბულა, ახალი ხიბულა[2] — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გაშფერდი, ზუბი).[3] მდებარეობს მდინარეების ჭანისწყალსა და ხობსწყალს შორის, ზღვის დონიდან 105 მეტრზე. ხობიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.
მოსახლეობა
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 395 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002<[3] |
563 |
274 |
289
|
2014[1] |
395 |
212 |
183
|
ეკონომიკა
2017 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა, რომელიც პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს. წელიწადში აწარმოებს დაახლოებით 50 ტონა პროდუქიას.[4]
ლიტერატურა
სქოლიო