შავღელე (მეგრ. უჩაღალი) — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი შავღელე).
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 581 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2014[1] |
581 |
306 |
275
|
ისტორია
დასახლება გაჩნდა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც იქ მაღალმთიანი აჭარიდან სტიქიისგან დაზარალებული 300 ოჯახი დასახლდა[2]. თავდაპირველად დასახლება სოფელ პატარა ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებში იყო მოქცეული. სოფლის სტატუსი მიენიჭა 2011 წლის 7 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის № 360 ბრძანების საფუძველზე.[3]
სქოლიო