ზენი — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, საჯიჯაოს თემში (სოფლები: გაღმა საჯიჯაო, ზენი, ზუბი, ჯაპშაქარი).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჭანისწყლის (ხობისწყლის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 40 მეტრზე, ხობიდან დაშორებლია 13 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1263 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
1348 |
649 |
699
|
2014[1] |
1263 |
618 |
645
|
ლიტერატურა
სქოლიო