ნაფოშტუ — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის თემის შემადგენლობაში (სოფლები: დასახლება, ზენი, კუთხენოჯიხევი, ნაფოშტუ, ნოჯიხევი).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მეტრ სიმაღლეზე. ქალაქ ხობიდან დაშორებულია 4,5 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 417 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
272 |
129 |
143
|
2014[1] |
417 |
200 |
217
|
ლიტერატურა
სქოლიო