საღვამიჩავო — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის თემში (სოფლები: საბაჟო, საქორქიო, საღვამიჩავო, საჭოჭუო).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 4 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 24 კილომეტრით, საბაჟოდან 6 კმ, ჭალადიდის რკინგზის სადგურიდან 3 კილომეტრით.
ისტორია
XIX საუკუნის დასაწყისში შედიოდა საჭილაოს სამოურავოში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 285 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
412 |
200 |
212
|
2014[1] |
285 |
142 |
143
|
ლიტერატურა
სქოლიო