თორსა — სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თორსა-დღვაბის თემი (სოფლები: დღვაბა, თორსა, საბუკიო).[2] მდებარეობს ოდიშის დაბლობზე მდინარე ხობისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 10 მეტრზე, ხობიდან დაშორებულია 10 კილომეტრით. ხეთიდან 3 კმ-ით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 535 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
541 |
266 |
275
|
2014[1] |
535 |
279 |
256
|
სქოლიო