მუნიციპალიტეტის ტერიტორია 676 კმ²-ს შეადგენს და განთავსებულია ზღვის დონიდან 2470 მ-მდე სიმაღლეზე. განეკუთვნება კოლხეთის დაბლობის სუბტროპიკულ ნოტიო კლიმატურ ზონას და ხასიათდება თბილი ზამთრითა და ცხელი ნოტიო ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა +14 °C-ია. მდიდარია ჰიდრორესურსებით, უხვადაა დაქსელილი მიწის ზედა წყლებით, ასევე შიგა წყლებით, ბევრია ჭაობი, მცირე ტბა და თერმული (გოგირდოვანი) წყლები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 22 % უკავია ტყეს (ძირითადად ფოთლოვანი ჯიშები). ბუნებრივი მცენარეულობა უმთავრესად შეცვლილია კულტურული მცენარეულობით.
მოსახლეობა
სულ 30 548 (დევნილთა ჩათვლით). 99,59 % ქართველი (2014).
15 თემი — ახალსოფელი, ახალი ხიბულა, ბია, გურიფული, ზემო ქვალონი, თორსა-დღვაბა, ნოჯიხევი, პირველი მაისი, საჯიჯაო, ქარიატა, ქვემო ქვალონი, შუა ხორგა, ჭალადიდი, ხამისკური, ხეთა;
6 სასოფლო თემი — პატარა ფოთი, პირველი ხორგა, საგვიჩიო, ყულევი, შავღელე, ძველი ხიბულა.