ესტონეთის დროშა (ესტ. Eesti lipp) — ესტონეთის ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო 1918 - 1940 წლებში და 1990 წლიდან დღემდე. წარმოდგენილია, როგორც დროშა-ტრიკოლორი — შეიცავს სამ სწორ ჰორიზონტალურ ხაზს: ლურჯი (ზედა), შავი (შუა) და თეთრი (ქვედა). დროშის სტანდარტული ზომაა 105 × 165 სმ.
სიმბოლიკა
დროშაზე ფერები აღნიშნავენ შემდეგს:
- ლურჯი — ესტონეთის ზღვისა, ტბებისა და ცის ფერი; აგრეთვე ნიშნავს ეროვნული იდეებისადმი ერთგულებას
- შავი — მშობლიური მიწისა და ეროვნული პიჯაკების ფერი. შავი აგრეთვე არის ესტონელი ერის სიძნელეების გამომხატველი ფერი
- თეთრი — ფერი ასახავს ადამიანურ ბედნიერებას, თავისუფლებასა და ნათელი მომავლის იმედს
-
პროპორცია: 7:11
-
-
-
დროშის ფერები
ფერები აღნიშნულია კანონში დროშის შესახებ.
მოდელი
|
ლურჯი
|
შავი
|
თეთრი
|
Pantone
|
285 C
|
Hexachrome Black C
|
CMYK Safe
|
RGB
|
0-125-195 (#007DC3)
|
0-0-0 (#000000)
|
255-255-255 (#FFFFFF)
|
CMYK
|
91-43-0-0
|
0-0-0-100
|
0-0-0-0
|
რესურსები ინტერნეტში