ესტონეთის შეიარაღებული ძალები ან ესტონეთის თავდაცვის ძალები (ესტ.Eesti Kaitsevägi) — ესტონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება რესპუბლიკის მთავრობას და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. ესტონეთის არმია შედის ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.
ესტონეთის თავდაცვის ძალები დაფუძნებულია საერთო თავდაცვის პრინციპებზე, მისი მისიაა შეინარჩუნოს ესტონეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, ტერიტორიულ წყლები და საჰაერო სივრცე, მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ესტონეთის თავდაცვის ძალები ემყარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. არმიაზე სამოქალაქო კონტროლი გარანტირებულია ქვეყნის მთავარი კანონებით და მასზე პასუხისმგებელია ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი.
საომარ პირობებში არმიას მართავს უმაღლესი მთავარსარდალი (ქვეყნის პრეზიდენტი) და ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
საბრძოლო მოქმედებების წარმატებით დასრულების შემდეგ ეროვნული ძალების გარკვეული ნაწილების დემობილიზაცია გამოცხადდა. 1922 წელს სამხედრო ტერმინების ნაწილი იქნა მიღებული, მათი უმეტესობა რუსული ენისგან იქნა ნასესხები (полк, рота და სხვა). 1929—1937 წლებში ესტონურმა შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო სახელწოდება თავდაცვის ძალები, 1937 წლიდან კი — ესტონეთის ჯარი (ესტ.Eesti sõjavägi).
ესტონეთის შეიარაღებული ძალების დაკომლექტებულია ესტონეთის რესპუბლიკის კანონის, "უნივერსალურ სამხედრო სამსახურის" შესაბამისად. ესტონეთის მოქალაქეებმა 18-დან 28 წლამდე, აუცილებლად უნდა მოიხადონ სამხედრო სამსახური 8-თვის(შემოდგომაზე გაწვევა) ან 11-თვის (გაზაფხულზე) განმავლობაში.
2001 წელს ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუსკემ გააკეთა განცხადება, რომ ესტონეთის სამხედრო დოქტრინა არ გამორიცხავს "თავდაცვით მოქმედებებში" უცხოეთის მოქალაქეთა ან/და ესტონეთის მოქალაქეობის არმქონე პირთა (იგულისხმება ესტონეთში მუდმივად მცხოვრებლები) ჩართვას.
2006 წელს ესტონეთში შეიქმნა ცენტრი CERT-ი, რომელსაც დაევალა ესტონეთის ტერიტორიაზე ინტერნეტ-უსასაფრთხოებაზე ზრუნვა, ამის შემდგომ შეიქმნა "კიბერ თავდაცვის ცენტრი" "Tiigrikaitse".
2009 წლის ივნისში ესტონეთის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება და გამოსცა საგანგებო კანონი, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში დასაშვებია არმიის და "თავდაცვის ლიგის" გამოყენება, რათა ჩახშობილ იქნას მასობრივი ბუნტი.
არასაომარ პირობებში შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არის 5,500 ჯარისკაცი, აქედან დაახლოებით 2000 - წვევამდელი. შეიარაღებული ძალების ითვლის დაახლოებით 3,500 პროფესიულ ჯარისკაცს. შეიარაღებული ძალების რეზერვი კი დაახლოებით 30 000-ია. გარდა სარეზერვო ძალებისა, არსებობს კიდევ 12 000 ადამიანი, რომელიც შეადგენს "თავდაცვის ლიგის" 15 ბრიგადას (ე.წ. "კაიტსელიტი" - მოხალისე გასამხედროებული ძალები).