ესტონური ევროს მონეტები

ესტონეთის ევროს მონეტებიესტონეთის ფულის ნიშნები, შემოღებულნი 2011 წლის 1 იანვარს. ევროს მონეტის ნაციონალურ მხარეს განმასხვავებელ ნიშნებად ესტონეთის თანამედროვე რუკა, 12 ვარსკვლავი, ქვეყნის სახელი ესტონურ ენაზე („EESTI“) და მონეტის მოჭრის თარიღია დატანებული.

ნაციონალური მხარის დიზაინი

ესტონეთის ევროს მონეტები ნაციონალური მხარე
0,01 € 0,02 € 0,05 €
0,10 € 0,20 € 0,50 €
1,00 € 2,00 € წარწერა 2 ევროიანი
მონეტის სარტყელზე

საწყისი კომპლექტი

2010 წლის 1დეკემბრიდან კერძო პირებს ესტონური ევროს საწყისი კომპლექტის ყიდვა 200 კრონად შეეძლოთ. კომპლექტი 12,90 ევროს (200,12 კრონი) ფულად ღირებულებას შეიცავდა. 2010 წლის 31 დეკემბრამდე ისინი იყიდებოდნენ ყველა საბანკო კანტორაში და საფოსტო განყოფილებაში. სულ გამოუშვეს 600 000 ეგზემპლარი.

კომპლექტში 42 მონეტაა:

  • 1 ცენტი — 7 მონეტა;
  • 2 ცენტი — 6 მონეტა;
  • 5 ცენტი — 6 მონეტა;
  • 10 ცენტი — 6 მონეტა;
  • 20 ცენტი — 6 მონეტა;
  • 50 ცენტი — 5 მონეტა;
  • 1 ევრო — 4 მონეტა;
  • 2 ევრო — 2 მონეტა;
  • კომპლექტის უტყუარობის დასამოწმებლად, უსაფრთხოების 1 ჟეტონი.

მოჭრილი მონეტების რაოდენობის ბრუნვა

ნომინალური ღირებულება[1] €0.01 €0.02 €0.05 €0.10 €0.20 €0.50 €1.00 €2.00 ჯამში
2011 32,000,000 30,000,000 30,000,000 30,000,000 25,000,000 20,000,000 16,000,000 11,000,000 194,000,000[2]
2012 25,000,000 25,000,000 * * * * * * 50,000,000[3]

* არც ერთი ამ ნომინალის მონეტა არ მოიჭრა ამ წელს

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ესტონური ევროს მონეტების წარმოება. ესტონეთის ბანკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-10. ციტირების თარიღი: 2011-11-09.
  2. Eesti euromünte vermitakse Soomes 194 miljonit tükki. EPL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-18. ციტირების თარიღი: 2010-12-30.
  3. Eesti Pank laseb käibele 2012. aasta 1- ja 2-sendised mündid. BoE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-04. ციტირების თარიღი: 2012-05-02.


Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!