ესტონეთის განმათავისუფლებელი ომი |
---|
რუსეთის სამოქალაქო ომის ნაწილი |
|
თარიღი |
29 ნოემბერი, 1918 - 2 თებერვალი, 1920 |
---|
მდებარეობა |
ესტონეთი, ლატვია, რუსეთი |
---|
შედეგი |
ტარტუს ხელშეკრულება ესტონეთსა და რუსეთს შორის |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
7 იანვარი, 1919: 4,450[1]
May 1919: 86,000
- ჩრდილოეთის ძალები (2,750)
- ჩრდილოეთ ლატვიის ბრიგადა (1,500)
- ბალტიის ბატალიონი
- ინგერმანლანდიური ბატალიონი
- შვედი და დანიელი მოხალისეები[3]
- I მსუბუქი ჯავშნოშანი კრეისერების დივიზია.
|
7 იანვარი, 1919: 5,750–7,250[1]
- 141 რტვიამფრქვევი, 1 შეჯავშნული მატარებელი, 3 შეჯავშნული ავტომობილი[1]
მაისი, 1919: 80,000[3]
|
ივნისი 1919: 20,000[3]
| |
დანაკარგები |
---|
5,000 დაღუპული 15,000 დაჭრილი[3]
|
უცნობია 10,000 ტყვე
|
400 მოკლული 1,500 დაჭრილი[4]
|
|
ესტონეთის განმათავისუფლებელი ომი ვიკისაწყობში |
ესტონეთის განმათავისუფლებელი ომი (ესტ. Eesti Vabadussõda) — ესტონეთის შეიარაღებული ძალებისა და საბჭოთა რუსეთის ომი ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის. მიმდინარეობდა 1918 წლის 29 ნოემბრიდან 1920 წლის 2 თებერვლამდე. ბრძოლა მიმდინარეობდა ასევე ჩრდილოეთ ლატვიის ტერიტორიაზე, სადაც ლატვიელების მიერ ჩამოყალიბებული ჩრდილოლატვიური ბრიგადა დაუპირისპირდა ბალტიისპირეთის ლანდესვერის ჯარებს. საბჭოთა ისტორიოგრაფია ამ ფაქტს განიხილავდა, როგორც რუსეთის სამოქალაქო ომის ნაწილს.
ომი დასრულდა ტარტუს ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო 1920 წლის 2 თებერვალს ესტონეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის. ხელშეკრულების თანახმად ორივე ქვეყანამ ერთმანეთი სცნო, ესტონეთის შემადგენლობაში შევიოდა პეჩორის მაზრა, რომელიც 1944 წელს გადაეცა რსფსრ-ს, ჩუდის ტბის სამხრეთ-დასავლეთი სანაპირო და მდინარე ნარვის აღმოსავლეთით მდებარე მიწები.
ესტონეთის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ტარტუს ხელშეკრულებას 1940 წელს არ დაუკარგავს იურიდიული ძალა, რამდენადაც ესტონეთის სსრკ-ში შესვლის ფაქტს თანამედროვე ესტონეთი, აშშ, ევროპის კავშირი და სხვა ქვეყნები განიხილავენ როგორც ქვეყნის ოკუპაციას.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ჯან მაიდე (1933). „IV“, Ülevaade Eesti Vabadussõjast (1918–1920). Tartu: Kaitseliidu kirjastus.
- ↑ ჯან მაიდე (1933). „II“, Ülevaade Eesti Vabadussõjast (1918–1920). Tartu: Kaitseliidu kirjastus.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 (2002) „Iseseisvuse aeg 1918–40“, Eesti. Üld.. Eesti entsüklopeedia, გვ. 296–311.
- ↑ Kaevats, Ülo: Eesti Entsüklopeedia 5, page 396. Valgus, 1990, ISBN 5-89900-009-0