ესტონეთის თავდაცვის ლიგა – კაიცელიტი (ესტ.Eesti Kaitseliit) — ესტონური პარამილიტარისტული ორგანიზაციების გაერთიანება. თავდაცვის ლიგის მიზანია ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციის დაცვა.
თავდაცვის ლიგა ფლობს იარაღს და მონაწილეობს სამხედრო წვრთვნებში. ორგანიზაცია დაყოფილია 15 რეგიონულ რაზმად, რომელსაც მალევი (ესტ. Malev) ეწოდება. მალევი წარმოადგენს დანაყოფს, რომელიც ზომით დიდია ბატალიონზე, თუმცა პატარაა დივიზიაზე. მის შემადგენლობაში 2000-მდე სამხედროა. რაზმების ძირითადი ნაწილი გაშლილია ესტონეთის მაზრების (ესტ. maakond) ტერიტორიაზე.
მისია
თავდაცვის ლიგა წარმოადგენს ნებაყოფლობით სამხედრო თავდაცვით ორგანიზაციას, რომელიც ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ლიგა ფლობს შეიარაღებას და მონაწილეობს წვრთნებში.
თავდაცვის ლიგა თამაშობს უდიდს როლს სამოქალაქო ცხოვრებაში. მისი წევრები მონაწილეობენ ტყეში გაჩენილი უეცარი ხანძრების ჩაქრობაში, ნებაყოფლობით ხდებიან პოლიციელთა დამხმარეები, უზრუნველყოფენ სხვადასხვა ღონისძიების უსაფრთხოებას. ლიგის წევრები ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო მშვიდობის მისიებში. ლიგას კავშირები აქვს პარტნიორ ორგანიზაციებთან როგორც სკანდინავიურ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაერთიანებულ სამეფოში.
1918 წელი – ესტონური თავდაცვის ლიგის წინაპარი მოქალაქეთა თავდაცვის ორგანიზაცია (ომაკაიცე, ესტ. Omakaitse) იყო, რომელიც რუსული რევოლუციის შემდეგ შეიქმნა.
1918 წლის 11 ნოემბერი – მოქალაქეთა თავდაცვის ორგანიზაციას გადაერქვა სახელი და ესტონეთის თავდაცვის ლიგა ეწოდა, რომელიც ასრულებდა ეროვნული გვარდიის დავალებებს განმანთავისუფლებელ ომში.
1924 – წარუმატებელი კომუნისტური გადატრიალების შემდეგ ნათელი გახდა თავდაცვის ლიგის არსებობის საჭიროება. ეროვნული გვარდიის ამოცანების შესრულებისთვის თავდაცვის ლიგის განვითარება დაიწყო.
1925 – ოქტომბერში, თავდაცვის ლიგის გაზეთი "Kaitse Kodu!" (ქართ. დაიცავი შენი სამშბოლო) დაარსდა.
1926 – 19-20 ნოემბერს თავდაცვის ლიგის ორგანიზებით პირველი ფესტივალი გაიმართა ტალინში. 1940 წლამდე ასეთი 6 ჩატარდა.
1927 2 სექტემბერი – თავდაცვის ლიგის განვითარებისთვის და მისთვის ოჯახური ღირებულების გასაზრდელად დაარსდა ქალთა ორგანიზაცია (ესტ. Naiskodukaitse).
1928 – ორგანიზაციის უხუცესებმა გადაწყვიტეს, რომ ვაჟთა ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდა არწივები" (ესტ. Noored Kotkad) მოეწვიათ და გააერთიანებინათ ლიგაში
1931 – მთავრობამ დაამტკიცა თავდაცვის ლიგის სტატუტები (კანონები), რომლებიც დღემდე ძალაშია
1932 – თავდაცვის ლიგის ქალთა კორპუსში ჩამოყალიბდა გოგონათა ახალგაზრდული ორგანიზაცია – სამშობლოს ქალიშვილები (ესტ. Kodutütred).
1934 – ორგანიზაციის მუშაობის დასარეგულირებლად დამტკიცდა თავდაცვის ლიგის შიდა განაწესი.
1990 17 თებერვალი – იარვარკანდში, ესტონეთის სახელმწიფოებრივობის დასაცავად ლიგა ხელახლა დაარსდა.
1991 4 სექტემბერი – ესტონეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ლიგას უფლებამოსილება აღუდგინა.
1992 28 აპრილი – თავდაცვის ლიგა შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში გადავიდა, როგორც ეროვნული თავდაცვის ორგანიზაცია.
1999 წელს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელმაც განსაზღვრა კაიცელიტის პოზიცია ეროვნული თავდაცვის სფეროში, ასევე ძირითადი მიზნები, სტრუქტურა და ოპერაციებში მონაწილეობის კონტროლის მექანიზმები.
სტრუქტურა
ზოგადი ინფორმაცია
თავდაცვის ლიგა 15 რეგიონალურ რაზმად, მალევად (ესტ. Malev), ხოლო ისინი მალევკონდებად იყოფა (ესტ. Malevkond) . მათ სამოქმედო არეალს ძირითადად ესტონეთის მაზრების (ესტ. maakond) საზღვრები წარმოადგენს. კაიცელიტი რეგულარულად იღებს მონაწილეობს საერთო სამხედრო და საერთაშორისო სწავლებებში, ატარებს საკუთარ სწავლებებს და თითქმის ყველა სამხედრო მიმართულებით ამზადებს პროფესიონალ კადრებს . ორგანიზაციის წევრობა გარდა ესტონეთის მოქალაქეებისა, შეუძლიათ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. წევრები იყოფიან სამ ჯგუფად: მოქმედი წევრები, დამხმარეები და ვეტერანები.
ტალინის რაზმი
ტალინის რაზმის შტაბი მდებარეობს კადრიორგში. რაზმის განკარგულებაშია ორი ტირი, ასევე სასწავლო კომპლექსი ნიმეში, რომელიც ადრე სახანძრო–სამხედრო ნაწილს წარმოადგენდა. რაზმი მოქმედებს დედაქალაქის ტერიტორიაზე. 1939 ბოლოს, რაზმში 8000-ხე მეტი, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 2000 ადამიანია. ტალინის რაზმში 11 ქვედანაყოფია:
დასავლეთის მალევკონდი (ესტ. Lääne malevkond) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს მუსტამაიაეს და ჰააბერსტის რაიონებში.
ნიმეს მალევკონდი (ესტ. Nõmme malevkond) – ტერიტორიული ქვედანაყოფი.მოქმედებს ნიმეში, ითვლება ტალინის ერთ–ერთ საუკეთესო ქვედანაყოფად. მალევკონდის შემადგენლობაში შედიან ანტი-სატანკო, სადაზვერვო, შინაგანი თავდაცვისა და ლოჯისტიკის ჯგუფები.
აღმოსავლეთის ასეული (ესტ. Ida kompanii) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს ლაცნამიაეს და პირიტას ტერიტორიაზე
სამხრეთის ასეული (ესტ. Lõuna kompanii) – ცალკეული ტერიტორიული ქვედანაყოფი.მოქმედებს კესკლინესა და კრისტიინეს ტერიტორიაზე
ჩრდილოეთის ასეული (ესტ. Põhja kompanii) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს პიჰია–ტალინის რაიონში.
ტოომპეას მალევკონდი (ესტ. Toompea malevkond) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს ტოომპეაში, სადაც მდებარეობს ესტონეთის პარლამენტი და იქვე მდებარე რაიონებში.
აკადემიური მალევკონდი (ესტ. Akadeemiline malevkond) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. შედგება სტუდენტებისგან, ახალი უმაღლეს დამთავრებული მოქალაქეებისგან და სტუდენტური კორპორაციების წევრებისგან.
სადარაჯო ასეული (ესტ. Valvekompanii) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. იცავს სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო ობიექტებს.
საზღვაო დივიზიონი (ესტ.Meredivisjon) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. განთავსებულია პორტში.
ჰარიუმაასს რაზმი
მოქმედებს ჰარიუმაას მაზრაში. შედგება 6 ქვედანაყოფისგან.
რიავალას მალევკონდი (ესტ.Rävala malevkond) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს ჰარიუმაას აღმოსავლეთ ნაწილში. მალევკონდის შემადგენლობაშია სამი ასეული: რიავალა, კუუსაალუ, ჰარიუ–იაანი.
კეილას მალევკონდი (ესტ. Keila malevkond) – ტერიტორიული ქვედანაყოფი. მოქმედებს კეილას მუნიციპალიტეტში.
მიანიკუ მალევკონდი (ესტ.Männiku malevkond) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. შედგება საბრძოლო და სადაზრვერვო ჯგუფებისაგან, ასევე ნაღმმტყორცნელთა დანაყოფისგან.
სადარაჯო ასეული (ესტ. Valvekompanii) – ექსტერიტორიული ქვედანაყოფი. იცავს სამხედრო ნაწილებსა და სამხედრო ობიექტებს
მოქმედებს პიარნუმაას ტერიტორიაზე. შედგება სამი მალევკონდისაგან:
სოონტაგანა
კიკეპერა
კორბე
ლიაანეს რაზმი
მოქმედებს ლიაენემაას და კუნძულ ჰიიუმაას ტერიტორიაზე. ჰიიუმაზე განთავსებულია ჰიიუმაას მალევკონდი, ხოლო ლიაენემაას მაზრაში მოქმედებს რისტისა და რიდალას მალევკონდები.
აკადემიური მალევკონდი (ესტ. Akadeemiline malevkond) – შედგება ტალინის აკადემიური მალევკონდის მსგავსად.
ტამეს მალევკონდი (ესტ.Tamme malevkond) - იყოფა 5 განყოფილებად: ტამეს ასეული, ვეერიკუს ასეული, კირვეკიულას ცალკეული ქვედანაყოფი, ვინუსა და პუჰიის ცალკეული ჯგუფები.
ქალთა საშინაო თავდაცვა,ნაისკოდუკაიცე (ესტ. Naiskodukaitse) – კაიცელიტის დამხმარე ორგანიზაცია. ჩამოყალიბდა 1927 წლის რ სექტემბერს. აღადგინეს 1991 წლის 20 სექტემბერს.შედგება დაახლოებით 1700 მოხალისე ქალისგან. ორგანიზაციის ძირითად მოვალეობებში შედის კაიცელიტის ზუგში მოქმედება და მხარდაჭერა ესტონეთის დამოუკიდებლობის დაცვაში, სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, თავდაცვის ლიგის სამოქალაქო აქტივობებეის ორგანიზება.
თავდაცვის ლიგის გოგონათა კორპუსი – "სამშობლოს ქალიშვილები"
თავდაცვის ლიგის გოგონათა კორპუსი – კოდუტიუტრედი (ესტ.Kodutütred) შეიქმნა, რათა გაეზარდათ პატრიოტული განწყობა და თავდაცვისათვის მზაობა ესტონელ გოგონებში.
თავდაცვის ლიგის ვაჟთა კორპუსი – "ახალგაზრდა არწივები"
თავდაცვის ლიგის ვაჟთა კორპუსი – ნოორედ კოტკადის (ესტ. Noored kotkad) მთავარ ამოცანას წარმოადგენს ვაჟების აღზრდა კარგ მოქალაქეებად ჯანსაღი სხეულითა და აზროვნებით. ორგანიზაციის წევრები ვარჯიშობენ სროლაში, ბუნებაში ორიენტაციაში, ასევე პარაშუტით ხტომაში, პარაპლანით ფრენაში და ა.შ. ვაჟთა კორპუსი ასევე მონაწილეობს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში, რომელთაგან ეყველაზე პოპულარული და ასევე რთული, "მინი–ერნაა", რომელიც 35 კმ სიგრძის სადაზვერვო შეჯიბრს წარმოადგენს.
პერსონალი
მმართველობა
კაიცელიტის მეთაური წარმოადგენს უმაღლეს წოდებას თავდაცვით ლიგაში,თუმცა ადამიანი რომელიც ამ წოდებას ატარებს შესაძლოა სულაც არ იყოს უფროსი რანგის ოფიცერი. მეთაური პასუხისმგებელია მის ხალხზე, მათ მომზადებაზე, შეიარაღებასა და ორგანიზაციის განვითარებაზე. მეთაურს ესტონეთის შეიარაღებული ძალების მეთაური ნიშნავს[3] . ორგანიზაციის ამჟამინდელი მეთაურია ბრიგადის გენერალი მიილის კიილი, რომელიც 2012 წელს დაინიშნა.
რანგები და განმასხვავებელი ნიშნები
თავდაცვის ლიგის რანგობრივი სტრუქტურა ესტონეთის შეიარაღებული ძალების მსგავსია, თუმცა შტაბის წევრები ზოგჯერ განსხვავებულ განმასხავევებელი ნიშნებს იყენებენ..
ესტონეთის შეიარაღებული ძალების სტანდარტულ ფორმას ESTDCU (ციფრული კამუფლიაჟის ესტონური ვერსია) წარმოადგენს. სადღესასწაულო შემთხვევში (მაგალითად აღლუმზე) თეთრ ხელსახვევებს ატარებენ, რომლებზეც იმ მაზრის გერბია გამოსახული, რომლის ტერიტორიულ ქვედანაყოფშიც ირიცხებიან. სხვადასხვა ცერემონიებზე და აღლუმებზე ქალები სამოქლაქო უნიფორმას ატარებენ.
პირველი მსოფლიო ომის დროს და 1990-იან წლებში თავდაცვის ლიგის წევრები სამოქალაქო ტანსაცმელზეც იკეთებდნენ ხელსახვევებს, რადგან ორგანიზაციას ყველა წევრის სამხედრო ფორმით უზრუნველყოფა სახსრების უქონლობის გამო არ შეეძლო.
აღჭურვილობა
კაიცელიტის ძირითად საბრძოლო იარაღს ებრაული Galil-ი და გერმანული H&K G3-ი წარმოადგენს. ესტონელი ჩუბინები მოდერნიზებულ M14 ტიპის შაშხანებს იყენებენ.
სექციის და ასეულის დონეზე მხარდამჭერ ცეცხლს უზრუნვეყლოფს გერმანული ხელის ტყვიამფრქვევი MG3. ბატალიონების დონეზე გამოიყენება 40 მმ-იანი ტანსკსაწინააღმდგო ყუმბარმტყორცნი M-69, 82 მმ-იანი ყუმბარმტყორცნი B-300 და 81 მმ-იანი ნაღმმტყორცნი B455.
კაიცელიტის შეიარაღებაშია ასევე 84 მმ-იანი უუკუცემო ქვემეხი Carl Gustav-ი და 90 მმ-იანი უუკუცემო ქვემეხი Pvpj 1110[4]. თავდაცვის ლიგის შემადგელობაშია მცირე რაოდენობით ჯავშანტრანსპორტიორები, მაგალითად BTR-80, ასევე მცირე რაოდენობით შვედური ჯავშანმანქანები[5]
.