რუსების ესტონური სახელწოდება „ვენე“, „ვენევალე“ მომდინარეობს ძველი გერმანული ტომების ვენედების სახელიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ ბალტიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე და სლავურ ენაზე საუბრობდნენ.
კიევის მთავარმა იაროსლავ ბრძენმა 1030 წლისათვის დალაშქრა სლავური წარმოშობის ტომები ჩუდები და მათ ადგილას ააგო ციხე-სიმაგრე იურიევი (თანამედროვე ტარტუშ ) [1] რომელმაც იარსება 1061 წლამდე, მანამ, სანამ თავად კიევის რუსები არ დაამარცხეს როდესაც კიეველები სოსოლების ტომმა. [2]
შუა საუკუნეების რუსული დასახლება იყო ქორემაიაში, ვირუმააში. მართლმადიდებელმა თემმა აქ ააგო ეკლესია მე-16 საუკუნეში, ხოლო 1891 წელს ამ ადგილას შეიქმნა პიუხტიცკის დედათა მონასტერი. ძველმა რუსულმა კულტურამ გავლენა მოახდინა ესტონურ ენაზე იმ თვალსაზრისით, რომ ეტონურში გადავიდა ზოგიერთი რუსული სიტყვა. მაგ: როგორიცაა „ტურგი“ (ვაჭრობა) და „რისტი“ („კრესტი“) აღმოსავლეთი სლავურიდან მიღებული სიტყვა „ჯვარი“.
1217 წელს საჭირო გახდა გერმანელი რაინდებისაგან თავდაცვა. ამ მიზნით აიგო ესტონეთში ოტეპიას ციხე-სიმაგრე. 1224 წელს გარდაიცვალა ნოვგოროდის მთავარი ვიაჩკო, როცა მისი ჯარისკაცები იცავდნენ ტარბატის ციხეს ლივონიის ორდენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ლივონიის ორდენს მაშინ სათავეში ედგა ალბერტ რიგელი.
მართლმადიდებლური ეკლესიები და ძველ რუს ვაჭართა და ხელოსანთა მცირე თემები რჩებოდნენ ლივონიის ქალაქებში. მათ მჭიდრო სავაჭრო კავშირები ჰქონდათ ნოვგოროდის რესპუბლიკასთან, ასევე, ფსკოვისა და პოლოცკის სამთავროებთან. 1481 წელს ივანე III-მ ფსკოვზე თავდასხმის საპასუხოდ, ალყაში მოაქცია ვილიანდის ციხე და სწრაფად აიღო ლივონიის რამდენიმე ქალაქი. 1558-1582 წწ. ივანე IV მრისხანემ დაიპყრო ლივონიის კონტინენტური ნაწილის დიდი ტერიტორია დაიპყრო, რამაც შედეგად წარმოშვა ლივონიის 25 წლიანი ომი. ომი რუსების წარუმატებლად დასრულდა. მომავალში ალექსი I-მა კვლავ დაიპყრო ლივონიის ნაწილი, მათ შორის ქალაქი დერპტი (ტარტუ). ეს მოხდა 1656-1661 წწ. მაგრამ იძულებული შეიქნა თავისი დაპყრობები შვედებისათვის დაეტოვებინა.
მე-17 საუკუნეში 1940 წ
ესტონეთში რუსების უწყვეტი ნაკადის დასახლება მხოლოდ მე-17 საუკუნით თარიღდება, როცა რამდენიმე ათასი სტაროობრიადი რუსეთიდან რელიგიური შევიწროების გამო გაიქცა და დაფუძნდა იმ ადგილებში, რომლებიც მაშინ შვედეთის იმპერიის ნაწილი იყო. ეს გახლდათ ჩუდ-ფსკოვის ტბის სანაპიროები.
XVIII საუკუნეში ჩრდილოეთის ომის შემდეგ ესტონეთი გაიყო ლივონიის ორდენად და ესტონეთის საგუბერნატოროდ და გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილები. თუმცა აქ შენარჩუნდა ადგილობრივი ავტონომია და დამოუკიდებლად იმართებოდა ადგილობრივი ბალტიისპირელი დიდებულების ფეოდალურ-რეგიონული საბჭოს ლანდთაგების მიერ. მალევე შვეციისაგან გამოხსნილ იქნა ბალტიისპირეთის ჩრდილოეთი ნაწილი ამავე ჩრდილოეთის ომში 1700-1721 წწ. თანდათანობით ბალტიისპირელ-გერმანელი დიდებულებისაგან ადმინისტრაციული მართვა გადავიდა რუსი მოხელეების ხელში, რომლებიც დასახლდნენ რევალსა (ტალინი) და სხვა მსხვილ ქალაქებში.
ეთნიკური რუსების ყველაზე დიდი რაოდენობა ესტონეთში ასახლდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ტალინსა და ნარვაში სწრაფი სამრეწველო განვითარების პერიოდში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეთნიკური რუსების წილი დამოუკიდებელ ესტონეთში მოსახლეობის 7.3% იყო. დაახლოებით ნახევარი ცხოვრობდა ნარვაში, ივანგორდში, ესტონურ ინგრიასა და პეტცერის ტერიტორიაზე. ამას დაემატა გარკვეული რაოდენობა 1920 წელს ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად. თუმცა მოგვიანებით ისინი რუსული საფრთხიდან გამომდინარე გადაეცა რსფსრ-ს 1944 წელს.
დამოუკიდებლობის მიღებისთანავე ესტონეთმა მოითხოვა ყველა მოქალაქისაგან სახელმწიფო ენის სავალდებულო მინიმუმის ცოდნა. საჭირო გახდა შესაბამისი ტესტირების გავლა. ენობრივი ტესტების სირთულე გახდა საერთაშორისო დავების საგანი, რამდენადაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება და რიგი უფლებადამცველი ორგანიზაციები აპროტესტებდნენ ესტონეთის მოქალაქეობის მოსაპოვებლად სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობას იმ მოტივით, რომ ტესტების ჩაბარება რუს მოქალაქეებს გაუჭირდებოდა, რადგან არ იცოდნენ სახელმწიფო ენა. ტესტები გარკვეულწილად შეიცვალა, ამიტომ, რუსებმა ვინც გადალახა ბარიერი მიიღო მოქალაქეობა მოკლე ვადებში. თუმცა დიდი რაოდენობით დარჩა მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვი. ესტონეთის ოფიციალური პირების განცხადებით, 1992 წელს მოსახლეობის 32% მოქალაქეობის არმქონე პირს წარმოადგენდა. 2009 წლის მაისში კი რეესტრში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის 7.6%-ს არ აქვს განსაზღვრული მოქალაქეობა და 8.4%-ს აქვს უცხოური მოქალაქეობა, ძირითადად რუსული. რადგან რუსეთის ფედერაცია იქნა აღიარებული, როგორც საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე. ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე ბუნებრივად გადაკვალიფიცირდა როგორც რუსეთის მოქალაქე. ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელი გახდა 2000 წლის ბოლომდე მოქმედი კანონით „რსფსრ მოქალაქეობის შესახებ“.