21 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 325-ე დღე (ნაკიან წლებში – 326-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 40 დღე.
დღის მოვლენები
- 1272 : ჰენრი III-ის გარდაცვალების შემდეგ ინგლისის მეფედ პრინცი ედუარდი აკურთხეს.
- 1386 : თემურლენგმა აიღო და გაძარცვა საქართველოს დედაქალაქი თბილისი, მეფე ბაგრატ V კი დაატყვევა.
- 1789 : ჩრდილოეთი კაროლინა აშშ-ის მე-12 შტატი ხდება.
- 1806 : ნაპოლეონი ინგლისს კონტინენტურ ბლოკადას უცხადებს.
- 1877 : თომას ედისონი ხმის ჩამწერი აპარატის ფონოგრაფის გამოგონების შესახებ აქვეყნებს განცხადებას.
- 1905 : გამოქვეყნდა ალბერტ აინშტაინის სტატია „ემყარება სხეულის ინერცია მის ენერგიას?“, რომელშიც აღწერილია ენერგიასა და მასას შორის დამოკიდებულება, რამაც საფუძველი ჩაუყარა განთქმულ ფორმულას e=mc².
- 1920 : სისხლიანი კვირა ინგლის-ირლანდიის ომში.
- 1922 : რებეკა ლატიმერ ფელტონი ჯორჯიიდან პირველი ქალი სენატორი ხდება აშშ-ში.
- 1934 : ელა ფიცჯერალდის სასიმღერო დებიუტი შედგა აპოლოს თეატრში, ჰარლემში, ნიუ-იორკი.
- 1962 : არადი ქალაქად გამოცხადდა.
- 1995 : დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო დაიხურა 5.000 ნიშნულს ზემოთ პირველად.
- 2002 : ნატო იწვევს ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას გასაწევრიანებლად.
- 2004 : პარიზის კლუბი თანხმდება ერაყის საგარეო ვალის 80%-ის ($100 მილიარდ) ჩამოწერას.
- 2005 : საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი 75 წლის შემდეგ პარიზიდან სამშობლოში ჩამოასვენეს და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
- 2005 : ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი პარტია ლიკუდს ტოვებს და საკუთარ პარტიას, კადიმას, აყალიბებს.
- 2006 : საერთაშორისო კონსორციუმმა ხელი მოაწერა ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის განვითარების პროექტს.
- 2007 : საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
- 2017 : ზიმბაბვეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანამდებობიდან გადადგა.
- 2024 :
ამ დღეს დაბადებულნი
ამ დღეს გარდაცვლილნი
დღესასწაულები
იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები: