დანიის დროშა

დანიის დროშა

დანიის დროშა "დანებროგი" (დან. Dannebrog) — დანიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. წითელ ფონზე გამოსახულია სკანდინავიური ჯვარი, რომელიც დროშის კიდეებამდე გადის. აღნიშნული ჯვარი დროშაზე ქრისტიანობის სიმბოლოა[1][2][3] და ასევე გვხვდება სხვა სკანდინავიურ სახელმწიფოთა დროშებზე, მათ შორისაა ნორვეგია, ფინეთი, ისლანდია, ასევე ალანდის კუნძულები, ფარერის კუნძულები, შეტლანდის არქიპელაგი და ორკნეის კუნძულები შოტლანდიაში. დანია-ნორვეგიის უნიის დროს, ეს დროშა ასევე იყო ნორვეგიის დროშა, რომელმაც დღეისათვის სულ მცირე ცვლილებები განიცადა, სანამ ნორვეგია 1821 წელს ამჟამინდელ დროშას მიიღებდა.

დანებორგი მსოფლიოში უძველესი დროშაა, რომელიც დღემდე გამოიყენება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიერ.[4]

ლეგენდა დროშის წარმოშობას ლინდანისეს ბრძოლას უკავშირებს (აგრეთვე ცნობილი როგორც ვალდემარის ბრძოლა), რომელიც 1219 წლის 15 ივნიის ესტონეთში გაიმართა.[5]

ლეგენდის წარმოშობა

ლეგენდის თანახმად დანებროგის წარმოშობა უკავშირდება ლინდანისის (ტალინი) ბრძოლას, რომელიც ესტონეთში 1219 წლის 15 ივნისს მოხდა. ბრძოლა დანიელების დამარცხებით მთავრდებოდა, მაგრამ დანიის ეპისკოპოსი ამ დროს მთიდან ბრძოლას გადაჰყურებდა და თან ზეცისკენ აპყრობილი ხელებით უფალს დახმარებას სთხოვდა. რაც უფრო მეტს ლოცულობდა დანიელები მით უფრო უახლოვდებოდნენ გამარჯვებას, მაგრამ როდესაც ეპისკოპოსს ხელები დაეღალა და დაბლა დაუშვა, ესტონელებმა დანიელები უკან დახიეს, შემდეგ მან ისევ აღმართა ხელები ზემოთ და მათ ისევ მოიპოვეს უპირატესობა, მაგრამ მალევე კვლავ დაეღალა ხელები და როდესაც დანიელები წაგების პირას იყვნენ დანებროგი სასწაულებრივად დაეშვა ციდან. მეფემ ის აიღო და მებრძოლებს აჩვენა. მათ მხნეობა და სიმამაცე შეემატათ და ბრძოლა მოიგეს.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Jeroen Temperman. State Religion Relationships and Human Rights Law. Martinus Nijhoff Publishers. ციტირების თარიღი: 2007-12-31. „Many predominantly Christian states show a cross, symbolising Christianity, on their national flag. Scandinavian crosses or Nordic crosses on the flags of the Nordic countries–Denmark, Finland, Iceland, Norway and Sweden–also represent Christianity.“ 
  2. Carol A. Foley. The Australian Flag: Colonial Relic or Contemporary Icon. William Gaunt & Sons. ციტირების თარიღი: 2007-12-31. „The Christian cross, for instance, is one of the oldest and most widely used symbols in the world, and many European countries, such as the United Kingdom, Norway, Sweden, Finland, Denmark, Iceland, Greece and Switzerland, adopted and currently retain the Christian cross on their national flags.“ 
  3. Andrew Evans. Iceland. Bradt. ციტირების თარიღი: 2007-12-31. „Legend states that a red cloth with the white cross simply fell from the sky in the middle of the 13-century Battle of Valdemar, after which the Danes were victorious. As a badge of divine right, Denmark flew its cross in the other Scandinavian countries it ruled and as each nation gained independence, they incorporated the Christian symbol.“ 
  4. Glenday, Craig (2009). Guinness World Records 2010: The Book of the Decade. Jim Pattison Group, გვ. 119. 
  5. Evans, Andrew (2008). Iceland. Bradt Travel Guides, გვ. 27. 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!