ქვიანი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 45 მ., ლანჩხუთიდან 10 კმ. სოფელში არის რკინიგზის ბაქანი სამტრედია-მახინჯაურის ხაზზე, ასევე გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. სოფელში შემორჩენილია „ნასაყდრის“ არქეოლოგიური კომპლექსი[2]
ისტორია
XIX საუკუნეში სოფელში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია.[3] 1908 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა, რომლის დირექტორი იყო თეოფანე კალანდარიშვილი.[4]
მოსახლეობა
1908 წლის მონაცემებით სოფლის მოსახლეობას შეადგენდნენ მეგრელები.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[5] |
550 |
|
|
1911[6] |
665 |
|
|
2002 |
882 |
|
|
2014 |
715 |
|
|
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადნენ:
ლიტერატურა
სქოლიო