ჭინათი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ლესის თემში (სოფლები: ლესა, ჭინათი). მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთით, მდინარეებს ლესისწყალსა (ფიჩორის შენაკადი) და ორაგვისღელეს შუა, ზღვის დონიდან 80 მ, ლანჩხუთიდან 10 კმ., ლესადან 3 კმ. სოფელში იდგა წმინდა კვირიკეს ხის ეკლესია. სოფელში დგას ეკლესია. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[2] |
701 |
|
|
1911[3] |
794 |
|
|
2002 |
528 |
|
|
2014 |
285 |
|
|
ლიტერატურა
სქოლიო