ჩოლაბარგი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ნიგოითის თემში (სოფლები: ნიგოითი, ქვიანი, ჩოლაბარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი). მდებარეობს გურიის ქედის ჩრდილოეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 80 მ, ლანჩხუთიდან 7 კმ., ნიგოითის რკინიგზის სადგურიდან 0,3 კმ. სოფელში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში დაიბადა ქართველი გრაფიკოსი ანტონ გოგიაშვილი.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[2] |
602 |
|
|
1911[3] |
714 |
|
|
2002 |
604 |
|
|
2014 |
433 |
|
|
ლიტერატურა
სქოლიო