ომფარეთი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში (სოფლები: ომფარეთი, ორმეთი, ღრმაღელე, წყალწმინდა). მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში. სოფელში მოქმედებს ასფალტის ქარხანა, მოდის მინერალური წყალი.
ისტორია
ომფარეთი მეგრული წარმოშობის ტოპონიმია და ნიშნავს სამალავ ადგილს. შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1885-1900 წელს მიქელგაბრიელის საზოგადოებაში (ომფარეთში) იაკობის მთაზე ნავთობის მოპოვებას ცდილობდა ელიზავეტოპოლის გუბერნატორი ალექსანდრე ნაკაშიძე.[2][3][4] გაყვანილი იქნა 31 მეტრი სიღრმის ბურღები. 1912 წელს გაყვანილ იქნა ახალი ბურღები, მაგრამ ძიება შეწყდა პირველი მსოფლიო ომის გამო. 1926-1929 წლებში გაითხარა 890 მეტრი სიღმის ბურღი, მიღებულ იქნა 5 ტონა ნავთობი სამ დღე-ღამეში. 1932 წელს ნავთობის ძიება ომფარეთში შეწყდა.[5]
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
1908[6] |
496
|
2002 |
912
|
2014 |
491[1]
|
სქოლიო