გვიმბალაური, გვიმრალაური — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (სოფლები: გვიმბალაური, ჯუნეწერი). მდებარეობს მდინარე ორაგვისღელის ხეობაში, გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 12 მ., ლანჩხუთიდან 2 კმ. სოფელში გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. სოფელში მოქმედებს ბენზინგასამართი სადგური.[2] სოფელში დაიბადა ფირალი და ტერორისტი ერასტი ჯორბენაძე. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1893[3] |
1057 |
|
|
2002 |
805 |
|
|
2014 |
746 |
|
|
ლიტერატურა
სქოლიო