გულიანი — სოფელი გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი).
მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, მთა გულიანის ძირას, მდინარე შუთის (სუფსის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 100 მ., ლანჩხუთიდან 17 კმ. საავტომობილო გზით უკავშირდება ლანჩხუთს, ოზურგეთსა და სუფსას. სოფლის სახელწოდება მომდინარეობს გულიანის მთიდან, რომელსაც გულის ფორმის გამო შეერქვა ეს სახელი. ამავე მთაზე იდგა ციხე. სოფელში მოდის გოგირდოვანი წყალი. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ქვის ეკლესია.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[2] |
938 |
|
|
1911[3] |
1101 |
|
|
2002 |
545 |
|
|
2014 |
397 |
|
|
ლიტერატურა
სქოლიო