ჯიხანჯირი — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში (სოფლები: გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი). მდებარეობს გურიის ქედის ძირას, ზღვის დონიდან 100 მ. ლანჩხუთიდან 28 კმ., სუფსიდან 8 კმ.
ისტორია
მეგრულად ჯიხა ნიშნავს ციხეს, ჯირი - ძირს. სოფელში შემორჩენილია კლდეზე მდგარი ციხე-სიმაგრის ნანგრევები. ეკლესია, რომელიც სოფელში იდგა, დაანგრიეს 1921 წელს. ახალი ეკლესია აშენდა 2000 წელს. სოფელში „ნასტეფნარის“ გორაზე გათხრების შედეგად აღმოჩნდა XVI-XVII საუკუნეების თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და XVII-XIX საუკუნეების თიხის ჩიბუხები, რომლებიც, სავარაუდოდ, თურქეთიდან იყო შემოტანილი.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[2] |
902 |
|
|
1911[3] |
1614 |
|
|
2002 |
317 |
|
|
2014 |
365 |
|
|
ლიტერატურა
სქოლიო