შრომისუბანი — სოფელი საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჩოჩხათის თემში. მდებარეობს მდინარე სუფსის ხეობაში, მდინარე შუთის პირას. ზღვის დონიდან 35 მ., ლანჩხუთიდან 26 კმ, სუფსის რკინიგზის სადგურიდან 6 კმ. სუფსა-გულიანის საავტომობილო გზაზე.
სოფლის ძველი სახელი მომდინარეობს ამავე სახელწოდების მდინარიდან, რომელიც სოფელში მოედინება. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა და მესიმინდეობა. სოფელში დგას ნავთობის მომპოვებელი ჭაბურღილი. სოფელში არის საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი. სოფელში დგას XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 350 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
588 |
294 |
294
|
2014[1] |
350 |
172 |
178
|
ლიტერატურა
სქოლიო