ბაღლები (ყოფილი კიროვი) — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ჯურუყვეთის თემში (სოფლები: ბაღლები, ეწერი, ჯურუყვეთი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 80 მ, ლანჩხუთიდან 10 კმ., ოზურგეთი-ლანჩხუთის საავტომობილო გზაზე. სოფელში მოდის ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი. სოფელში ფუნქციონირებს ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლა. სოფლის სახელწოდება მეგრული ენიდან მოდის და ნიშნავს ბაღებს.
ეკლესია
სოფელში იდგა მაცხოვრის სახელობის ძველი მომცრო ეკლესია. ეკლესია მოხატულია, შესასვლელში აქვს წარწერა.[2] ეკლესია ნაგებია ქვით. სამხრეთ შესასვლელის მარცხნივ გამოსახული იყო ახალგაზრდა კაცი, ბეშქენ ვარდანისძე, რომელიც XIV საუკუნის მოღვაწე იყო და ტაძარიც სავარაუდოდ მან ააშენა. წარწერაზე გაირჩევა ბეშქენის, მეუღლე მარიამისა და ვაჟი მიქაელის სახელები. დასავლეთ შესასვლელში მოთავსებული წარწერიდან ირკვევა, რომ მხატვარი ვინმე მანუელი იყო. ბეშქენ და მიქაელ გურიელები იხსენიებიან ჯუმათის ეკლესიის წმინდა გიორგის ოქროს ხატის წარწერაში.[3]
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[4] |
1061 |
|
|
1911[5] |
854 |
|
|
2002 |
488 |
|
|
2014[1] |
367 |
|
|
გალერეა
-
სოფლის ცენტრი
-
ეკლესიის ნანგრევები
ლიტერატურა
სქოლიო