წყალწმინდა — სოფელი საქართველოში, გურიის მხარის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელის თემში (სოფლები: ომფარეთი, ორმეთი, ღრმაღელე, წყალწმინდა). მდებარეობს მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე, მდინარის შავ ზღვაში შესართავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2 მ., ლანჩხუთიდან 25 კმ., სუფსის რკინიგზის სადგურიდან 1 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა[2], სტადიონი, ეკლესია, პოლიციის განყოფილება, რესტორნები, თევზის ბაზარი.
ისტორია
შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. 1897 წელს სოფელში დაარსდა ერთკლასიანი სკოლა.[3] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეციტრუსეობა. მოქმედებდა ბავშვთა რესპუბლიკური კარდიოლოგიური სანატორიუმი „ყვავილნარი“. 1999 წლის 17 აპრილს წყალწმინდაში გაიხსნა სუფსის ტერმინალი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბოლო წერტილი. ტერმინალის შემადგენლობაში შედის 4 რეზერვუარი, თითო 40 000 ტონა ნავთობის ტევადობით.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
1352
|
2014 |
1268
|
ლიტერატურა
სქოლიო