მაჩხვარეთი — სოფელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (სოფლები: მაჩხვარეთი, ორაგვე, ჯუნმერე). მდებარეობს მდინარე ორაგვისღელის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 110 მ. სოფელში სამხრეთით, შემაღლებულ ბორცვზე შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესის ნაშთი.[2] სოფელში არის საბავშვო ბაღი. სოფელში ექვსი ქუჩაა: ფერისცვალების, ნათლისმცემლის, სამების, წმინდა გიორგის, ჯვართამაღლების, მეგობრობის.[3]
სქოლიო
- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9046
- ↑ მაჩხვარეთში ქუჩებს სახელები დაერქვა, გაზეთი „გურიის მოამბე" 7.05.2012. N18 გვ.2