მეგრელები

მეგრელები
მარგალეფი

მეგრელი, XX ს.
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: საქართველო საქართველო ~ 800 ათასი
ენები მეგრული ენა, ქართული ენა
რელიგიები ქრისტიანობა

მეგრელები (მეგრ. მარგალეფი) — ქართველთა სუბეთნიკური ჯგუფი. წარსულში ეკავათ ისტორიული კოლხეთის სამეფოს ცენტრალური რაიონები, ამჟამად სახლობენ — სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რიგ მუნიციპალიტეტებში (გალი, ოჩამჩირე, სოხუმი). მეგრელთა უმრავლესობა ორენოვანია და ძირითადად საუბრობენ ქართველურ ენათა ჯგუფში შემავალ ორ ენაზე; მშობლიური მეგრული ენის გარდა ისინი ფლობენ ქართულ ენასაც. მეგრელთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ზოგიერთი წყაროს შეფასებით საქართველოში მათი რაოდენობა 800 000 აღწევს. ეთნონიმი „მეგრელი“ პირველად გვხვდება 735 წლით დათარიღებულ ატენის სიონის წარწერებსა და ასევე ისტორიულ წყაროებში, როგორიცაა ქართლის ცხოვრება (IX-XIV სს.)[1].

ენა

მეგრელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მეგრულ ენაზე მეტყველებს. მეგრული ენა ახლოს დგას ლაზურ ენასთან, ეს ორი ენა ახ. წ. VII ს-ის შუა წლებში გამოეყო ზანურ ენას. მეგრული ისევე, როგორც ლაზური, მჭიდროდ ენათესავება ქართულ ენას (ძვ.წ. I ათასწლეულში, ან უფრო ადრე, ქართული ენა გამოეყო ქართულ-ზანურ ენას) და ნაკლებად სვანურ ენას (რომელიც, სავარაუდოდ ძვ.წ. II ათასწლეულში გამოეყო საერთო-ქართველურ ენას). ზანური ენის არსებობის პერიოდი ემთხვევა კოლხეთის სამეფო/ეგრისის სამეფოს არსებობის პერიოდს. ამ დროისთვის ის ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული ენის გავრცელება დასავლეთ საქართველოში, მათ შორის სამეგრელოში, ჯერ კიდევ VIII და IX საუკუნეებიდან დაიწყო და მან ჩაანაცვლა მაღალ ფენებში გაბატონებული ბერძნული ენა, რომელიც დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთ რომის იმპერიის გავლენის შედეგად გავრცელდა (იხ. ფასისის აკადემია). ამ დროიდან მეგრელები, სხვა ქართველურ ტომებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ ერთიანი ქართული სამეფოსა და ქართული კულტურის შექმნის პროცესში. XVI ს-ში საქართველოს სამეფოს დეზინტეგრაციის მიუხედავად მეგრელები თავს ისევ საერთო ქართული კულტურის ნაწილად აღიქვამდნენ. 1801 წლიდან მოყოლებული, რუსეთის იმპერატორების — პავლე I, ნიკოლოზ I და ალექსანდრე II — მმართველობის მანძილზე გაუქმდა ქართული სამეფოები და სამთავროები; აქტიურად დაიწყო ქართული ერის რუსიფიკაციის პოლიტიკა. ასიმილაციის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ქართველთა დაშლა-დაქუცმაცება წარმოადგენდა. რუსებმა სცადეს ქართული ენის როლის შემცირება და XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ამ მიზეზით დაიწყეს სამეგრელოს სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის მეგრულით ჩანაცვლება; აგრეთვე მეგრული ენისთვის განსხვავებული დამწერლობისა და შრიფტის შექმნა, მაგრამ ამ მცდელობას წარმატება არ მოჰყოლია. დღესდღეობით მეგრულ ენას არ გააჩნია ოფიციალური სტატუსი და ენის მატარებელთა რიცხვი თანდათან მცირდება.

სამზარეულო

ტრადიციული მეგრული საკვები ცხარე და უხვი საკაზმით გამოირჩევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ძველად, რბილი, სუბტროპიკული ჰავიდან გამომდინარე, მალარია უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა სამეგრელოსათვის და ამ რეგიონის მცხოვრებლებმა თავიდანვე აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით წიწაკის მოხმარება საშინელი დაავადების განვითარებას გარკვეულწილად აფერხებდა. საბოლოოდ, ცხარე სანელებლები მეგრული სამზარეულოს ტრადიციულ ატრიბუტად იქცა.

მეგრული სამზარეულო რამდენიმე ტიპის საკაზმს იყენებს, ძირითადად, საწებლების სახით. ტრადიციულ კერძებს მიეკუთვნება ღომი (მოხარშული სიმინდის ღერღილი), სულგუნი (ცხიმიანი ყველი) და შემწვარი ხორცი ცხარე საწებელთან (მაგალითად, აჯიკასთან) ერთად. ორი განსაკუთრებული კერძი - ელარჯი და საცივი დღესასწაულებისა და საპატიო სტუმრებისთვის კეთდება. ეს კერძები მთელ საქართველოში მეგრული სამზარეულოს მშვენებად ითვლება. მეგრული ხაჭაპური.

ღვინო

საქართველოში 500–ზე მეტი ვაზის ჯიში ხარობს, ხოლო 60 მათგანი სამეგრელოში იზრდება. მათგან ყველაზე ცნობილია ოჯალეშის ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც საუკეთესო ღვინო მზადდება; ეს არის ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც ველური ვარდის სუსტი სურნელი და ხასხასა წითელი ფერი ახასიათებს.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჯალეში თითქმის მთლიანად გაქრა. იმ დრომდე ყურძენი ვენახში კი არ იზრდებოდა, როგორც ევროპაში, არამედ ხის ტოტებზე, ველური ლიანების სახით; მოგვიანებით, ამ ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ ოჯალეშის გადაშენება გამოიწვია (მეგრულად სიტყვა „ოჯალეში“ „ხეზე გაზრდილს“ ნიშნავს). XIX საუკუნის შუა პერიოდში, ფრანგმა აშილ მიურატმა, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დის, სალომე დადიანის ქმარმა, დაიწყო ოჯალეშის კულტურის ევროპული წესით მოშენება, რაც მის მიერ ღვინის წარმოებისა და გასაღების გეგმის ნაწილს წარმოადგენდა. ამგვარად ოჯალეში მივიწყებას გადაურჩა და ეს ღვინო სამეგრელოს ცაგერისა და მარტვილის რაიონებში მზადდება. ამ ღვინის წარმოება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გავრცელდა.

მუსიკა

ჩონგური.

მეგრული ხალხური მუსიკა მრავალხმიანია, ხოლო მისი სიტყვები მეგრულ ენაზე ჟღერს. სიმღერებს მელანქოლიური ტემპი და სევდა ახასიათებს; მეგრელებს მიაჩნიათ, რომ მათი მუსიკა გამუდმებული ომებით აკლებული და გაღატაკებული სამეგრელოს ტრაგიკულ ისტორიას ასახავს. მეგრული რომანტიკული სიმღერები ხშირად ჩონგურის (ხის ოთხსიმიანი საკრავის) აკომპანიმენტით სრულდება.

ყველაზე ცნობილი მეგრული ხალხური სიმღერაა იავნანა ანუ „მეგრული ნანა“. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ იდუმალი სიტყვები „ნანა ნანინა“, რომლებიც სიმღერის ტექსტს რეფრენად გასდევს, წინაქრისტიანული ხანის ზაფხულის ქალღმერთის სახელს წარმოადგენს. „მეგრული ნანას“ ერთ–ერთი ჰანგი რუსმა კომპოზიტორმა, პეტრე ჩაიკოვსკიმ თავის ცნობილ საშობაო ბალეტში - „მაკნატუნა“ - გამოიყენა. კიდევ ერთი ცნობილი მეგრული სიმღერა -„დადიანის მოძახილი“ დადიანების საგვარეულოს ეძღვნება.

ისტორია

იაკობ გოგებაშვილი მეგრელებს ასე ახასიათებს:

ვიკიციტატა
„მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება... შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში... მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით... გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება... და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან... თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა...“

[2]

დონ კრისტოფორო დე კასტელი წერს:

ვიკიციტატა
„ღარიბი მეგრელები თხის ან ბატკნის ტყავში იმოსებიან. ...ქალები იცვამენ მოხდენილად, მხრებზე წამოსხმული აქვთ რომელიმე შალი. საჭმელად და სასმელად ხმარობენ ღომსა და ღვინოს. წლის მესამედ ნაწილს დროის ტარებას ანდომებენ, პატიჟებენ მეგობრებს, მეზობლებს და ნათესავებს. ქვაბში მოხარშული აქვთ ღომი... მიწაზე წვებიან ცეცხლთან... სხვა საკვების უქონლობის გამო მკვახე ხილს ეტანებიან. რადგან ღარიბები არიან... ვაჭრობენ გაცვლა-გამოცვლის წესზე, ქურდობენ... დიდ დაირაზე უკრავენ და ცეკვავენ, რომელსაც როკვას უწოდებენ... ნადირობენ...“

[3]

არქანჯელო ლამბერტი წერდა:

ვიკიციტატა
„მეგრელები, როგორც ქვეყნიერობის დანარჩენი ერნი, ჩვეულნი არიან ომსა. იმდენად ჩვეულნი, რომ მშობლებს სულ პატარეები დაჰყავთ ლაშქარში და არ არიდებენ იმ გაჭირვებას, რომელიც იქ უნდა გადახდეთ. ბავშები ისე ატარებენ იარაღს, უკავიათ ხელში ფარი და ხმარობენ შვილდსა, თითქოს დაბადებიდან შეჩვეულნი იყვნენ ბრძოლას. ყველანი ისე გულმოდგინედ ეკიდებიან ამ ხელობას, რომ მზად აქვთ ყოველივე, რაც საჭიროა ლაშქრობის დროს: საუკეთესო ცხენს, თუ არა ლაშქრობაში, არ დაღალავენ; საუკეთესო სურსათს აგრეთვე ინახავენ ლაშქრობისათვის; ყოველი იარაღი ისე გამოწყობილი აქვთ, რომ მთავრის პირველსავე ბრძანებისამებრ შეეძლოთ ლაშქრად გასვლა. გარდა ამისა ლოგინში რომ ისვენებენ, შვილდ-ისარი, ფარ-ხმალი, აბჯარი და სამაჯეები სასთუმალთან უდევთ ხოლმე, რათა საჭიროებისამებრ საბრძოლველად მზად იყვნენ.“

[4]

ფოტოგალერეა

ლიტერატურა

  • ჯომიდავა, ნიკოლოზ:3000 მეგრული გვარსახელი / [რედ.: ნაპოლეონ ლემონჯავა, ბადრი ცხადაძე] ; აფხაზ. რეგიონ. მეცნ. აკადემია - თბ., 2000.
  • ჯოლოხავა, თამაზ:მეგრული ადათ-წესები, დღესასწაულები, სალოცავები : (ეთნოგრაფია ეკონ. ჭრილში) - თბ. : მეცნიერება, 2004.
  • ლობჟანიძე, რაჟდენ:მეგრული სამზარეულო / [რედ.: ტარიელ ქუთელია] - თბ. : რაეო, 2004.
  • თენგიზ ვერულავა – “სამეგრელოს ეტიმოლოგია”

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Polinsky, Maria. The Oxford handbook of languages of the Caucasus, p. 531, ISBN 978-0-19-069072-4
  2. გოგებაშვილი ი., „ბუნების კარი“ თბ.,1868 — გვ. 242.
  3. დონ კრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. გვ.132, თბილისი, 1977.
  4. „არქანჯელო ლამბერტი - „სამეგრელოს აღწერა“

Read other articles:

Міхал Петроуш Особисті дані Народження 6 грудня 1969(1969-12-06)[1][2] (53 роки)   Прага, Чехословаччина Зріст 176 см Вага 74 кг Громадянство  Чехія Позиція півзахисник Юнацькі клуби 1976-1980 1980–1988 «Вікторія» (Жижков) «Богеміанс 1905» Професіональні клуби* Роки Клуб І (...

 

Vince FascianiBiographieNaissance 1950Nationalité suisseDomicile GenèveActivité Poètemodifier - modifier le code - modifier Wikidata Vince Fasciani (né en 1950) est un poète italien et suisse, également travailleur social dans la fondation Carrefour-Rue & Coulou à Genève[1],[2] Biographie En 1978, il participe à la rédaction de la revue littéraire Le La qui produit et diffuse des journaux, des manifestes, des livres de poésie et s'occupe de la promotion de manifestations poé...

 

Опис Фото Джерело В.Білецький Час створення 2016 Автор зображення В.Білецький Ліцензія див. нижче Я, власник авторських прав на цей твір, добровільно передаю його у суспільне надбання. У випадку, якщо це юридично неможливо, надаю право використовувати це зображення з будь-як

Кілер мимоволіфр. Un petit boulot Жанр кінокомедіяРежисер Паскаль ШомейПродюсери Янн АрноСідоні ДюмаСценаристи Франц БартельтМішель БланНа основі роману «Після звільнення» Єна ЛевінзонаУ головних ролях Ромен Дюріс Мішель БланОператор Мануель ДакоссеКомпозитор Матьє Ламб...

 

يفتقر محتوى هذه المقالة إلى الاستشهاد بمصادر. فضلاً، ساهم في تطوير هذه المقالة من خلال إضافة مصادر موثوق بها. أي معلومات غير موثقة يمكن التشكيك بها وإزالتها. (ديسمبر 2018) حارة القرية القديمة  - حارة -  تقسيم إداري البلد  اليمن المحافظة محافظة صنعاء المديرية مديرية

 

United States artist This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Paul Landacre – news · newspapers · books · scholar · JSTOR (June 2022) (Learn how and when to remove this template message) Paul Hambleton Landacre (July 9, 1893, Columbus, Ohio - June 3, 1963, Los Angeles, California) was an American arti...

Riley Darnell Información personalNacimiento 13 de mayo de 1940Clarksville, Tennessee, Estados UnidosFallecimiento 2 de octubre de 2020Clarksville, Tennessee, Estados UnidosNacionalidad EstadounidenseEducaciónEducado en Universidad Estatal Austin Peay Información profesionalOcupación Abogado y político Cargos ocupados Miembro de la Cámara de Representantes de Tennessee (1971-1981)Senador de Tennessee (1981-1993) Partido político Partido Demócrata [editar datos en Wikida...

 

Stilpo dari Megara Stilpo dari Megara adalah seorang filsuf yang termasuk ke dalam Mazhab Megara.[1] Ia hidup lahir di Megara sekitar tahun 380 SM.[1] Selain Eukleides yang merupakan pendiri Mazhab Megara, Stilpo adalah seorang filsuf dari mazhab itu yang paling terkenal.[2] Selain itu, ia juga dikenal sebagai guru dari Zeno dari Citium.[1] Ia meninggal sekitar tahun 300 SM.[1] Stilpo berpendapat bahwa apa yang baik dan bernilai ada di dalam diri manusi...

 

Experts during the 26th Session of the United Nations Group of Experts on Geographical Names (2–6 May 2011, United Nations Office, Vienna) The United Nations Group of Experts on Geographical Names (UNGEGN) is one of the nine expert groups of the United Nations Economic and Social Council (ECOSOC) and deals with the national and international standardization of geographical names. Every five years they hold the UNGEGN conference. The UNGEGN also publishes international guidelines. History Th...

Фіджі Асоціація Регбійний союз Фіджі Тренер Бен Раян Найбільше виступів Насоні Роко (125) Найкращий бомбардир Вайсале Сереві (1310) Домашня Виїзна Перший матч Найбільша перемога Найбільша поразка Чемпіонат світу Виступів 6 (вперше у 1993) Найвище досягнення Виграш 2 рази (1997 та...

 

Wakil Bupati MalangSatata Gama Karta Rahardja ꦱꦠꦠꦴꦒꦩꦏꦠ꧀ꦠꦂꦫꦲꦗ꧀ꦗꦂ(Menata Semua Untuk Kesejahteraan)PetahanaDrs. H. Didik Gatot Subroto, S.H., M.H.sejak 26 Februari 2021Masa jabatan5 tahunDibentuk24 Oktober 1995Pejabat pertamaSoenyonoSitus webwww.malangkab.go.id Berikut ini adalah daftar Wakil Bupati Malang dari masa ke masa.[1] No Wakil Bupati Mulai Jabatan Akhir Jabatan Prd. Ket. Bupati 1 Drs.Soenyono M.Si. 24 Oktober 1995 26 Oktober 2000 1  ...

 

River in Germany For other uses, see Peene (disambiguation). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Peene – news · newspapers · books · scholar · JSTOR (December 2009) (Learn how and when to remove this template message) PeenePeene river near JarmenPeene river, its affluents, and Peenestrom straitLo...

For other people named Steve King, see Stephen King (disambiguation). American diplomat and activist (born 1941) Steve KingUnited States Ambassador to the Czech RepublicIn officeDecember 6, 2017 – January 20, 2021PresidentDonald TrumpPreceded byAndrew H. SchapiroSucceeded byJennifer Bachus (acting) Personal detailsBorn (1941-07-04) July 4, 1941 (age 82)Indianapolis, Indiana, U.S.Political partyRepublicanAlma materWestern Illinois UniversityOccupationBusinessman Stephen B. King...

 

Structure marking a market square See also: Mercat cross The elaborate Malmesbury market cross French market with cross, c. 1400 A market cross, or in Scots, a mercat cross, is a structure used to mark a market square in market towns, where historically the right to hold a regular market or fair was granted by the monarch, a bishop or a baron. History Market crosses were originally from the distinctive tradition in Early Medieval Insular art of free-standing stone standing or high cross...

 

Esta página cita fontes, mas que não cobrem todo o conteúdo. Ajude a inserir referências. Conteúdo não verificável pode ser removido.—Encontre fontes: ABW  • CAPES  • Google (N • L • A) (Junho de 2019) Figura em cerâmica retratando o Zé Povinho, por Rafael Bordalo Pinheiro. Primeira caricatura do Zé Povinho em A Lanterna Mágica (1875). Zé Povinho é uma personagem satírica de crítica social, criada por Rafael Bordal...

American actress (1896–1988) Olive CareyOlive Carey in The Searchers 1956BornOlive Fuller Golden(1896-01-31)January 31, 1896New York City, U.S.DiedMarch 13, 1988(1988-03-13) (aged 92)Carpinteria, California, U.S.OccupationActorYears active1912–1966Spouse Harry Carey ​ ​(m. 1920; died 1947)​Children2, including Harry Carey Jr.ParentGeorge Fuller Golden (father) Olive Carey (born Olive Fuller Golden; January 31, 1896 – March 13, 19...

 

Italian-born anarchist (1872–1947) Luigi Bertoni Luigi Bertoni (1872–1947) was an Italian-born anarchist writer and typographer. Bertoni fought on the Huesca front with Italian comrades during the Spanish Revolution and was, with Emma Goldman, one of the outspoken critics of anarchist participation in the Republican government after the Spanish Civil War.[1] References ^ Le Reveil Anarchists, Nov. 28, reprinted in Vanguard, Dec. 1936 External links Luigi Bertoni Papers at the ...

 

Heritage caravanserai at Nampally in Hyderabad, India. This article may need to be rewritten to comply with Wikipedia's quality standards. You can help. The talk page may contain suggestions. (November 2023) Nampally Sarai Tipu Khan sarai is a heritage resting place (caravanserai) located at Nampally in Hyderabad, India. The 'Nampally Sarai' or 'Tipu Khan Sarai' was built by Nawab Tipu Khan Bahadur who was High Ranking Official, Elite Mansabdar and a great Noble and an Equestrian Legend. He h...

Historic house in New Jersey, United States United States historic placeJohn De Camp HouseU.S. National Register of Historic PlacesNew Jersey Register of Historic Places Show map of Union County, New JerseyShow map of New JerseyShow map of the United StatesLocation2101 Raritan Road, Scotch Plains, New JerseyCoordinates40°37′38″N 74°20′27″W / 40.62722°N 74.34083°W / 40.62722; -74.34083Area3.3 acres (1.3 ha)Built1739ArchitectDeCamp, JohnArchitectural...

 

Batalyon Kavaleri 12/Beruang CaktiLambang Yonkav 12/Beruang CaktiDibentuk30 Agustus 2016NegaraIndonesiaCabangKavaleriTipe unitSatuan Bantuan TempurPeranPasukan Kendaraan TempurBagian dariKodam XII/TanjungpuraMarkasKabupaten Mempawah, Kalimantan BaratJulukanYonkav 12/BCMotoSrigak Anggakara Widagda (Sigap Berani Terlatih)BaretHitamMaskotBeruangUlang tahun30 AgustusAlutsistaTank AMX-13 105 mm Batalyon Kavaleri 12/Beruang Cakti atau Yonkav 12/BC merupakan satuan bantuan tempur (satbanpur) pasukan...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!