საზღვრების საერთო სიგრძე — 1633 კმ.
საზღვრების სიგრძე ლატვიასთან — 339 კმ, რუსეთთან — 294 კმ.
სანაპირო ზოლის სიგრძე 3794 კმ.
ესტონეთის შემადგენლობაში შედის 1521 კუნძული ბალტიის ზღვის აკვატორიაში, საერთო ფართობის 4,2 ათასი კმ². მათგან ყველაზე დიდებია საარემაა და ჰიიუმაა, ასევე მუჰუ, ვორმსი, კიჰნუ და სხვა. დიდი ფართობის მიუხედავად, კუნძულებზე ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს. ესტონეთის მდინარეები დიდი არ არის, თუმცა საკმაოდ წყალუხვია.
უმაღლესი წერტილი — მთა სურ-მუნამიაგი (Suur-Munamägi) 318 მ.
კლიმატი გარდამავალია ზღვურიდან კონკინენტურამდე. ზამთარი — შედარებით რბილია, ზაფხული — ზომიერად თბილი. საშუილო ტემპერატურა ივლისში 16° С ზღვისპირას და 18° C ქვეყნის შიდა რაიონებში. თებერვლის საშუალო ტემპერატურა მერყეობს −3-დან −4° C-მდე საარემააში და −6…−7° C ნარვაში, ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნალექის წლიური მაჩვენებელი მერყეობს 510 მმ-დან 720 მმ-მდე .
1 აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზიაში.
2 მთლიანად დასავლეთ აზიაშია, მაგრამ კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად მოიაზრება ევროპულად.
3 აღიარებულია მხოლოდ თურქეთის მიერ.
4 ნაწილობრივ ან მთლიანად აზიაში, ევროპისა და აზიის საზღვრის განსაზღვრაზე დამოკიდებულებით.
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!