კვიპროსის კუნძული თურქეთისგან დაშორებულია 75 კილომეტრით, სირიიდან და ლიბანიდან შესაბამისად, 105 და 108 კილომეტრით, ისრაელიდან 200 კმ-ით, კვიპროსის სამხრეთით მდებარეობს ეგვიპტე რომლისგანაც 380 კილომეტრითაა დაცილებული, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს საბერძნეთის შემადგენლობაში არსებული დოდაკენსის კუნძულები.
კუნძულზე ფიზიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილი მთიან რელიეფს უკავია. ტროდოსის მთები ძირითადად მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში და მოიცავენ ტერიტორიის დიდ ნაწილს, აქ მდებარეობს კუნძულის უმაღლესი წერტილი მთა ოლიმპი (1,952 მ). კირნიას ქედი მოიცავს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს, ეს მთები დიდი სიმაღლით არ გამოირჩევა. კუნძულზე არის აგრეთვე ორი მთათა სისტემა. დაბლობებს ძირითადად ტერიტორიის აღმოსავლეთი ნაწილი უკავია.
გეოპოლიტიკური, თვალსაზრისით კუნძული იყოფა ოთხ ნაწილად. კვიპროსის რესპუბლიკა მოიცავს, კუნძულის დიდ ნაწილს, მის მთავრობა მთელ მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანამ ცნო. ჩრდილოეთი კვიპროსი მდებარეობს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში და ის მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა. გაეროს მიერ აქ შექმნილია ბუფერული ზონები რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს ორ ტერიტორიას, ამ ტერიტორიების მმართველია გაერთიანებული სამეფო, კვიპროსზე არსებული ბუფერული ტერიტორიები გაერთიანებული სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიაა.
1 აქვს მნიშვნელოვანი ტერიტორია აზიაში.
2 მთლიანად დასავლეთ აზიაშია, მაგრამ კულტურულად, პოლიტიკურად და ისტორიულად მოიაზრება ევროპულად.
3 აღიარებულია მხოლოდ თურქეთის მიერ.
4 ნაწილობრივ ან მთლიანად აზიაში, ევროპისა და აზიის საზღვრის განსაზღვრაზე დამოკიდებულებით.
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!