ქვედა საქარა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: არგვეთა, ჭალატყე). მდებარეობს მდინარე ყვირილისა და ჩოლაბურის შუამდინარეთში. ზღვის დონიდან 170 მეტრი, ზესტაფონიდან 4 კილომეტრი.
სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელთან იწყება აჯამეთის სარწყავი არხი, რომელიც სოფელ ახალი სვირის გავლით სოფელ ვარციხისკენ მიემართება.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1989 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
2941 |
1387 |
1554
|
2014[1] |
1989 |
944 |
945
|
ღირსშესანიშნაობები
სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესია, მათ შორის ერთი წმინდა სამების სახელობისა.
პიროვნებები
სოფელში დაიბადა ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე. აქვეა მისი სახლ-მუზეუმი.
ლიტერატურა
სქოლიო