ახალი სვირი[2] — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, (მეორე სვირის თემი). მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე. მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 122 მეტრი, ზესტაფონიდან 14 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 367 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
507 |
246 |
261
|
2014[1] |
367 |
181 |
186
|
ეტიმოლოგია
სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ სვირი განმარტებულია, როგორც მცველი. სახელწოდება, სავარაუდოდ, სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაპურადევის ციხის თავდაცვითი ფუნქციიდან მომდინარეობს.
ეკონომიკა
მეორე სვირის ტერიტორიაზეა აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი. სოფლის ტერიტორიაზე მოყვანილი ვაზის შესაბამისი ჯიშებისგან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი ღვინო სვირი. სოფელში გადის აჯამეთის არხი, სარწყავი სისტემა, რომელიც სოფელ მეორე სვირიდან სოფელ ვარციხისკენ მიემართება. სოფელში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-ხაშურის მონაკვეთზე.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო