დილიკაური — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: დილიკაური, ქველეთუბანი) ცენტრი.
გეოგრაფია
დილიკაური მდებარეობს ზემო იმერეთის მაღლობზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე, ზესტაფონიდან 9 კილომეტრზე. სოფლის ტერიტორია 2655 ჰექტარს შეადგენს. დასავლეთიდან სოფელს ესაზღვრება სოფელი ბეღლევი, ჩრდილოეთიდან - სოფელი ქველეთუბანი, სამხრეთიდან — სოფელი მარტოთუბანი და ზედა საქარა.
სოფელი შედგება შემდეგი უბნებისაგან: ცერცვაძეების, ქვაგატეხილი, კოპერაცის, ღავთაძე-სიხაძე-ხვედელიძეების, ზედა და შუა სვიანაძეების უბნები. ქვაგატეხილის სახელწოდება წარმოსდგება ამ უბანში სატეხი ქვის კარიერისაგან, დანარჩენებისა კი მოსახლეობის გვარებიდან.
სოფელ დილიკაურის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეებია: ნარულა, ყვირილა, ბუჯა, ჩოხელთა, დილიკაურის ღელე. ძირითადად ფოთლოვანი მცენარეებია გავრცელებული; წაბლი, მუხა, რცხილა, აკაცია, წიფელი და სხვ.
ინფრასტრუქტურა
სოფელში არის საჯარო სკოლა[2], საექიმო ამბულატორია, ვეტერინარული პუნქტი, ბიბლიოთეკა, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა მემორიალი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1813 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
2471 |
1184 |
1287
|
2014[1] |
1813 |
900 |
913
|
სახელწოდება
სოფელი ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება XV საუკუნიდან. ლეგენდის თანახმად აქ დილეგები იყო და აქედან წარმოსდგა სოფლის სახელწოდება „დილეგოური“, რამაც მოგვიანებით „დილიკაურის“ სახე მიიღო.
ღირსშესანიშნაობები
სოფლის ტერიტორიაზე დგას VI საუკუნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, V საუკუნის ციხის, ასევე ე.წ. დამწვარი ციხის ნანგრევები.
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადა პოეტი გრიგოლ აბაშიძე.
ლიტერატურა
სქოლიო