ტაბაკინი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კლდეეთის თემში. მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 380 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 754 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1911[2] |
1030 |
|
|
2002[3] |
925 |
475 |
450
|
2014[1] |
754 |
395 |
359
|
სახელწოდება
ხალხური ეტიმოლოგია შემდეგია: სავარაუდოდ, სოფლის სახელწოდება ტაბაკინი მონასტრის მშენებლობასთანაა დაკავშირებული. მონასტრის მაშენებელთ ადგილობრივი მცხოვრებნი მოკლეფეხებიან მაგიდაზე — ტაბაკზე დალაგებული პურ-მარილით უმასპინძლდებოდნენ. „ტაბაკი მოაქვთ“ - დაიძახებდნენ ხოლმე მშენებლები და ამ წამოძახილმა ძირძველ სოფელს სახელად ტაბაკინი შეარქვა.
ღირსშესანიშნაობები
სოფელში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომლექსი, რომელშიც შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით.
ლიტერატურა
სქოლიო