ცხრაწყარო — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზედა კვალითი, ძლოურ-დანეთი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 320 მეტრი, ზესტაფონიდან 3 კილომეტრი. ისტორიულ წყაროებში პირველად XVIII საუკუნეში მოიხსენიება. აქ იყო იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში არის საექიმო ამბულატორია და სტომატოლოგიური კაბინეტი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1472 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1911[2] |
943 |
|
|
2002[3] |
1567 |
765 |
802
|
2014[1] |
1472 |
709 |
763
|
ლიტერატურა
სქოლიო