ქვედა საზანო

სოფელი
ქვედა საზანო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
თემი ქვედა საზანო
კოორდინატები 42°11′36″ ჩ. გ. 43°03′26″ ა. გ. / 42.19333° ჩ. გ. 43.05722° ა. გ. / 42.19333; 43.05722
ცენტრის სიმაღლე 280
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1334[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ქვედა საზანო — საქართველო
ქვედა საზანო
ქვედა საზანო — იმერეთის მხარე
ქვედა საზანო

ქვედა საზანოსოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ტყლაპივაკე, შიმშილაქედი).

მდებარეობს მდინარე ძუსის (ყვირილის აუზი) ხეობაში. ზღვის დონიდან 280 მეტრი, ზესტაფონიდან 15 კილომეტრი. სოფელში არის სამი საჯარო სკოლა. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1334 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 2834 1405 1429
2014[1] 1334 659 675

ისტორია

სოფლის ტერიტორია ნაწილი იყო ჭალატყის ნაქალაქარისა, რომელშიც შედიოდნენ სოფლები ჭალატყე, ზოვრეთი, ტყლაპივაკე, შიმშილაქედი და ამჟამინდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზედა საზანო და შიმშილაქედი. ლეგენდებში ნაქალაქარი „ბალიასტომად“ მოიხსენიება.

ღირსშესანიშნაობები

სოფლის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი, მათ შორის საჯვარე და კვინწიხის გორა, რომელიც, სავარაუდოდ, I საუკუნისაა. სოფლის ტერიტორიაზეა ღვთისმშობლის, დედაღვთისას, მაცხოვრის, საგელათოს, ბაგი-ბუგის, სამების, საკვირაოს, მთავარანგელოზის სახელებით ცნობილი ეკლესიები. აღსანიშნავია სასახლის მაცხოვრის სახელობის ეკლესია მდინარე ძუსის მარცხენა მხარეს. ამ ადგილას იდგა იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელი რეზიდენცია.

საზანოს ციხე

სოფელში დგას საზანოს ციხე. ვახუშტი ბატონიშვილი წერდა:

ვიკიციტატა
„საზანოს წყალზედ არს საზანოს ციხე, კლდესა ზედაშენი კარგი“

ციხე XII საუკუნეშია აშენებული წითელი ფერის ციცაბო კლდეზე და აღმოსავლეთით გადასცქერის მდინარე ბუჯასა და მდინარე გაძარულას შესართავს. სამხრეთიდან ციხეს შემოვლებული აქვს ქვითკირის სქელი კედელი, რომელშიდაც დატანებული არის ორი სათვალთვალო სათოფური. ციხის შიდა ნაწილი ორადაა გაყოფილი, სამხრეთით არის შედარებით მცირე, ჩრდილოეთით კი — დიდი დარბაზები. იატაკი დაგებულია თლილი ქვით. ჭერი ძლიერ დაზიანებული და ზოგან ჩამონგრეულია. სამხრეთით შესასვლელში ერთიმეორის მიყოლებით არის 4 ნაჭურალი. ციხის ტერიტორიაზევეა სპეციალური ჭა, რომლის გვერდით არის მდინარე ბუჯაზე ჩამავალი გვირაბი. ამჟამად გვირაბი ამოვსებულია ქვით და ღორღით.

ბაგი-ბუგის ეკლესია

ე.წ. „ბაგი-ბუგის“ ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ლეგენდის თანახმად 1905 წლის რევოლუციის დროს სოფლის მცხოვრებლებსა და მეფის ჯარს შორის ეკლესიის ტერიტორიაზე მოხდა შეტაკება. დიდი სროლების გამო ხალხმა ტაძარს „ბაგი-ბუგის“ ეკლესია შეარქვა. ტაძარს სამი კარი და 5 სარკმელი აქვს. შენობა საგრძნობლად დაზიანებულია, გადახდილი აქვს სახურავი.

კვინწიხის გორა

მდინარე ძუსის სანაპიროდან 50-60 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს კვინწიხის გორა. გორა ხელოვნურად შექმნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი ფართობი 10 000 კვადრატული მეტრია, დასავლეთ მხარეს კარგად ეტყობა წრიული ქვის კედელი, ხოლო მის გაგრძელებას შემოვლებული აქვს მეორე რიგი გათლილი ქვისა და აგურის წყობით. კვინწიხის გორის შემოგარენში ნაპოვნია თიხის ჭურჭელი, საბრძოლო და სამუშაო იარაღები. მათი ნაწილი დაცულია ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

საგელათოს ეკლესია

კვინწიხის გორაზე ყოფილა კარგად ნაგები „საგელათოს ეკლესია“. მას განაგებდნენ და წირვა-ლოცვას ატარებდნენ გელათის მონასტრის ბერები. არსებობს ლეგენდა ტაძრის შესახებ. მისი მიხედვით ტაძარში ჩუმად ჯვარი და-ძმას დაუწერია. წირვის დროს და-ძმა გაქვავებულა, ეკლესია კი უეცრად ჩავარდნილა და დანგრეულა.

სასახლის ეკლესია

მდინარე ძუსის მარცხენა მხარეს არის ადგილი, რომელსაც სასახლეს ეძახიან. ამ ადგილებში მდგარა სასახლე, რომელიც იმერეთის მეფეთა საზაფხულო დასასვენებელ-სანადირო ადგილს წარმოადგენდა. დღეს სასახლის კვალი ამ მიდამოებში აღარ ჩანს. როგორც ირკვევა მეფეებს სასახლესთან ჰქონდათ კარის ეკლესია, რომელსაც მაცხოვრის ეკლესია ერქვა. ტაძარი XIX საუკუნის I ნახევარში დანგრეულა და მის ადგილზე ადგილობრივი ქვითა და კირით აშენებულა დღევანდელი შენობა.

ამჟამინდელი ტაძარი ერთნავიანი ბაზილიკაა, აქვს სამი შესასვლელი. ყველა შესასვლელი მოჩუქურთმებულია, განსაკუთრებით კი მთავარი შესასვლელი, რომელიც სამხრეთის მხრიდანაა. ამ კარზე არის რელიგიურ-ალეგორიული ხასიათის ორი ჩუქურთმა: ორი ძაღლის ფიგურა, რომლებიც ჯაჭვით არიან გადაბმული ერთმანეთზე, ხოლო ჯაჭვი კი დამაგრებულია ჯვარზე და ორი გველის გამოსახულება შუაში ჯვრით.

არსებობს ლეგენდა, რომ ტაძარში ინახებოდა ბაჯაღლო ოქროსაგან დამზადებული მაცხოვრის ხატისა, რომელიც ძვირფასი ქვებით იყო შემკული და 8 გირვანქას იწონიდა. ხატი ვინმე ყარამან კვარაკვახიძეს გაუტაცია, თუმცა გამტაცებელი დაუკავებიათ, სახალხოდ გაუსამართლებიათ და ციმბირში გადაუსახლებიათ, ხოლო ხატი ეკლესიაში დაუბრუნებიათ.

ტაძარი 1926 წლამდე მოქმედი იყო, შემდეგ ჯერ საწყობად, მერე კი კინოდარბაზად გამოუყენებიათ. ხატები და სხვა ძვირფასეულობა დიდი რაოდენობით წიგნებთან ერთად სხვადასხვა მუზეუმებშია დაცული.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

Read other articles:

1971 South Korean legislative election ← 1967 25 May 1971 1973 → All 204 seats in the National Assembly103 seats needed for a majorityTurnout73.22% ( 2.90pp) Party Leader % Seats +/– Democratic Republican Park Chung-hee 48.77 113 −16 New Democratic Kim Hong-il 44.38 89 +44 National 4.06 1 New People's 1.39 1 +1 Results by constituency Speaker before Speaker after Lee Hyo SangDemocratic Republican Baek Du-jinDemocratic Republican Politics of South Korea...

 

ポータル 文学 角屋本源氏物語(すみやほんげんじものがたり)とは、源氏物語の写本の一つ。「角屋」に伝来した写本であり、現在は角屋保存会の所蔵であるためこのように呼ばれる。 概要 京都府京都市下京区にあった島原花街の揚屋であった「角屋」で発見され2008年(平成20年)3月10日マスコミ発表が行われた。現在は財団法人角屋保存会の所蔵品の一つとして

 

Wresah Buah wresah (Amomum dealbatum) yang muda dari Gunung Malang, Cikidang, Sukabumi Klasifikasi ilmiah Kerajaan: Plantae Divisi: Magnoliophyta Kelas: Liliopsida Ordo: Zingiberales Famili: Zingiberaceae Genus: Amomum Spesies: A. dealbatum Nama binomial Amomum dealbatumRoxburgh, 1820[1] Sinonim A. maximum Roxb. sensu Backer & Ochse Cardamomum dealbatum O. Kuntze (1891) Untuk nama-nama tempat dan arti yang lain, lihat Wresah (disambiguasi). Wresah atau hanggasa (Amomum dealba...

2005 American animated film Fast and the Furry redirects here. Not to be confused with Fast and Furry-ous or The Fast and the Furious (disambiguation). Tom and Jerry: The Fast and the FurryDVD coverDirected byBill KoppScreenplay byBill KoppStory byJoseph BarberaBased onTom and Jerryby William Hanna andJoseph BarberaProduced byStephen FossattiStarring John DiMaggio Rob Paulsen Billy West Jess Harnell Charlie Adler Jeff Bennett Tom Kenny Tress MacNeille Neil Ross Thom Pinto J. Grant Albrecht Bi...

 

CercolaKomuneComune di CercolaLokasi Cercola di Provinsi NapoliNegara ItaliaWilayah CampaniaProvinsiNapoli (NA)Luas[1] • Total4,23 km2 (1,63 sq mi)Ketinggian[2]75 m (246 ft)Populasi (2016)[3] • Total18.128 • Kepadatan4,300/km2 (11,000/sq mi)Zona waktuUTC+1 (CET) • Musim panas (DST)UTC+2 (CEST)Kode pos80040Kode area telepon081Situs webhttp://www.comune.cercola.na.it Cercola adalah se...

 

The palace seen from the south in 2020 The west front of the palace in 2020 Reinhardsbrunn in Friedrichroda near Gotha, in the German state of Thuringia, is the site of a formerly prominent Benedictine abbey, the house monastery of the Ludovingian Landgraves of Thuringia abbey extant between 1085 and 1525. Later used as an administrative seat by the Ernestine dukes of Saxony, the property was turned into a castle and park erected by the Dukes of Saxe-Coburg and Gotha from 1827. Monastery Rein...

Version of the Microsoft Office productivity suite Microsoft Office 2021Developer(s)MicrosoftInitial releaseOctober 5, 2021 / 2108 (16.0.14326.20454)Stable release(s)Retail: 2310 (Build 16924.20150)Volume: 2108 (Build 14332.20604) / November 14, 2023; 22 days ago (2023-11-14)[1] Operating systemWindows 10 1809 or laterWindows 11Windows Server 2019 or latermacOS Catalina or laterPlatformx86, x64, ARM64Included withMicrosoft 365PredecessorMicrosoft Office 2019 (2018)Su...

 

American football player (born 1985) For the American football defensive back, see John Booty. American football player John David BootyBooty while at USC in 2007No. 4, 9, 10Position:QuarterbackPersonal informationBorn: (1985-01-03) January 3, 1985 (age 38)Shreveport, Louisiana, U.S.Height:6 ft 2 in (1.88 m)Weight:213 lb (97 kg)Career informationHigh school:Evangel Christian Academy(Shreveport, Louisiana)College:USC (2003–2007)NFL Draft:2008 / Round: ...

 

Ontario provincial highway Highway 560Route informationMaintained by the Ministry of Transportation of OntarioLength183.9 km[2] (114.3 mi)Existed1956[1]–presentMajor junctionsWest end Highway 144 / Sultan Industrial RoadEast end Highway 11 in Englehart LocationCountryCanadaProvinceOntarioDistrictsSudbury, TimiskamingVillagesShining Tree, Westree, Gowganda, Elk Lake, Mount MacDonald, Charlton, Englehart Highway system Ontario provincial...

Пасхальные марши мира в Германии — ежегодно проводимые в Пасху в городах Германии мирные акции, целью которых является выражение протеста против войн и применения оружия. Пасхальные марши проводятся в Германии с начала 1960-х годов по инициативе известного в стране ст...

 

2009 studio album by Jaya RamseyReal. Love. Stories.Studio album by Jaya RamseyReleasedAugust 23, 2009Recorded2009GenreR&B, soul, popLanguageEnglishLabelGMA RecordsProducerFelipe S. Yalung (EVP and COO)Buddy Medina (Executive Producer)Rene A. Salta (Managing Director)Jaya Ramsey chronology Cool Change(2007) Real. Love. Stories.(2009) All Souled Out(2011) Singles from Real. Love. Stories. Hiding Inside MyselfReleased: 2009 Real LoveReleased: 2009 I Won't Last a Day Without YouRelea...

 

2014 United States House of Representatives elections in Michigan ← 2012 November 4, 2014 (2014-11-04) 2016 → All 14 Michigan seats to the United States House of Representatives   Majority party Minority party   Party Republican Democratic Last election 9 5 Seats won 9 5 Seat change Popular vote 1,466,749 1,519,030 Percentage 47.48% 49.17% Swing 1.86% 1.72% Congressional district results County results Republican   4...

American film director Danny LedonneLedonne at the Montreal Independent Games Summit in November 2007Born (1982-01-18) January 18, 1982 (age 41)Alamosa, Colorado, U.S.EducationAmerican University (MFA)Occupation(s)Film director, producerYears active2002–present Danny A. Ledonne (born January 18, 1982) is an American film director and former video game developer. From 2011 to 2014, he worked as a professor in Film and Media Arts at American University, served on the board of the So...

 

Halaman ini berisi artikel tentang Suku Lisu. Untuk bahasa, lihat Bahasa Lisu. Tidak sama dengan suku Lahu yang dikenal dalam bahasa Lahu sebagai Ladhulsi. Lisu傈僳Daerah dengan populasi signifikanTiongkok (Yunnan, Sichuan),[1] Burma (Myanmar), Thailand, IndiaBahasaLisu, Lipo, Laemae, dan NawAgamaKristen, Animisme dan Buddha Suku Lisu (bahasa Burma: လီဆူလူမ်ိ ုး, [lìsʰú]; Hanzi: 傈僳族, Lìsù zú; bahasa Thai: ลีสู่; Lisu: Templat:S...

 

Cet article donne la liste des grades des sapeurs-pompiers français en 2023. Présentation Les sapeurs-pompiers civils (professionnels ou volontaires) possèdent une hiérarchie semblable à celle du reste de la fonction publique territoriale mais, bien qu'ils n'appartiennent pas à l'armée, ont des termes et des insignes de grades voisins de ceux de l'armée de terre. Comme pour tous les personnels de toutes les forces en tenue du Ministère de l'Intérieur, les galons sont argentés pour ...

Committee area of Aberdeenshire, Scotland For other uses, see Buchan (disambiguation). Map of Scotland showing the present-day committee area of Buchan Buchan /ˈbʌxən/ is a coastal district in the north-east of Scotland, bounded by the Ythan and Deveron rivers.[1] It was one of the original provinces of the Kingdom of Alba.[2] It is now one of the six committee areas of Aberdeenshire.[3] Etymology The genesis of the name Buchan is shrouded in uncertainty,[4]...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2016. Balai Penelitian Jagung dan Serealia Lain atau disingkat Balitjas Maros merupakan lembaga penelitian di bawah Balitbang Pertanian yang bertugas mengkaji semua aspek pertanian tanaman jagung dan beberapa tanaman serealia lain, seperti sorgum dan gandum....

 

Genus of mammals CrocutaTemporal range: 3.8–0 Ma PreꞒ Ꞓ O S D C P T J K Pg N ↓ Pliocene - Present Spotted hyena (Crocuta crocuta) Scientific classification Domain: Eukaryota Kingdom: Animalia Phylum: Chordata Class: Mammalia Order: Carnivora Suborder: Feliformia Family: Hyaenidae Subfamily: Hyaeninae Genus: CrocutaKaup, 1828 Type species Hyaena crocutaErxleben, 1777 Species Crocuta crocuta †Crocuta dietrichi †Crocuta eturono †Crocuta honanensis †Crocuta sivalensis Cro...

Puteri Indonesia 2007Tanggal3 Agustus 2007TempatJakarta Convention Center, Jakarta, IndonesiaPembawa acaraFerdi HasanNadia MulyaPengisi acaraGita GutawaUnguChristopher AbimanyuPenyiaranSCTVPeserta36[1]Tidak tampilNanggroe Aceh DarussalamKalimantan TengahPemenangPutri Raemawasti Jawa Timur← 20062008 →lbs Puteri Indonesia 2007 adalah kontes Puteri Indonesia yang ke-12. Malam grand final pemilihan Puteri Indonesia 2007 diselenggarakan di Jakarta ...

 

Pakeliran merupakan semua bunyi vokal maupun instumental yang dipergunakan untuk mendukung suasana yang ingin dibangun dalam sebuah pementasan wayang.[1] Musik pakeliran secara umum meliputi gamelan, sindhen, penyanyi laki-laki, pemain gamelan dan lagu karawitan yang semua disesuaikan dengan pertunjukan wayang.[1] Gamelan yang menjadi musik pengiring pertunjukan wayang dimainkan dalam nada pelog atau slendro disesuaikan dengan suasana adegan yang sedang dimainkan.[2] M...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!