ზედა წევა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (ძირულის თემი). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 580 მეტრი, ზესტაფონიდან 16 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა. სოფელში ყოველ 28 ივლისს აღნიშნავენ კვირიკობას.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 44 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
132 |
64 |
68
|
2014[1] |
44 |
23 |
21
|
ღირსშესანიშნაობები
სოფელში დგას XI საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია. ეკლესია მდებარეობს ზღვის დონიდან 547 მეტრის სიმაღლეზე. ადგილობრივები ეკლესიის აშენებას თამარ მეფეს უკავშირებენ. ეკლესია 1863 წელს გადაუკეთებიათ.
ეკლესია აშენებულია თლილი ქვისა და კირისაგან, არის ბაზილიკის ტიპის. ეკლესიაში შემორჩენილია XVI-XVII საუკუნეების მოხატულობა. ეკლესიის აბსიდის მარცხენა ნახევარზე იატაკიდან 13 მეტრის სიმაღლეზე ქვიშაქვის კვადრზე შემორჩენილია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომლის ასოთა უმრავლესობა სტილიზებულია. საკურთხეველს და ნაწილობრივ შუა ეკლესიას შემორჩენილი აქვს ფრესკები. საკურთხევლის პილიასტრზე და მის კამარაზე დახატულია ნაწილობრივ დაზიანებული წმინდანები.
ლიტერატურა
სქოლიო