ზედა კლდეეთი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კლდეეთის თემის ცენტრი (სოფლები: ალავერდი, თვრინი, კინოთი, მწყერისციხე, ტაბაკინი, ქვედა კლდეეთი).
მდებარეობს მდინარე აჯამურის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 350 მეტრი, ზესტაფონიდან 7 კილომეტრი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 499 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
521 |
248 |
273
|
2014[1] |
499 |
251 |
248
|
სამაროვანი
სოფელში აღმოჩენილია II საუკუნის არქეოლოგიური ძეგლი. სამაროვანი აღმოჩნდა და გაითხარა 1941-1942 წლებში. სამარხებში აღმოჩნდა მდიდრული მასალა: ჭურჭელი, იარაღი, მონეტები, ბრინჯაოს, ვერცხლის, ელექტრუმისა და ოქროს სამკაული. აღსანიშნავი ოქროს აგრაფი, რომელიც ჩასხმულია სარდიონის გემა — ჩაბალახისებური თავსაბურიანი მამაკაცის პორტრეტი. ფიქრობენ, რომ მასზე გამოსახულია ადგილობრივი ქართველი დიდებული, შესაძლოა ერისთავიც. სამაროვანში აღმოჩენილი ჭურჭელი ძირითადად იმპორტულია. პოლიქრომული სტილის ოქროს ნივთები კი ადგილობრივი ნაწარმი უნდა იყოს. კლდეეთში დაკრძალული ჩანან ანტიკური ხანის იბერიის წარჩინებულთა წრის წარმომადგენლები.
ლიტერატურა
სქოლიო