შროშა — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ამსაისი, საწაბლე, ქვედა საწუმბო). მდებარეობს მდინარე ძირულის ხეობაში. ზღვის დონიდან 400 მეტრი, ზესტაფონიდან 18 კილომეტრი.
სოფელში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1. განვითარებულია მეთუნეობა. სოფელში არის მარმარილოს კარიერი, საჯარო სკოლა. სოფელში არის საექიმო ამბულატორია.
სოფელში შემორჩენილია ციხის და ორი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევი, რომელთაგან ერთი XI-XII საუკუნეებისა, მეორე კი — XIV საუკუნის.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 400 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
327 |
149 |
178
|
2014[1] |
400 |
201 |
199
|
ფოტოგალერეა
-
ეკლესიის ნანგრევები
ჯაბა ლაბაძის ფოტო
-
სამრეკლო
ჯაბა ლაბაძის ფოტო
-
თიხის გამოსაწვავი ღუმელი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
-
თიხით მოვაჭრეები
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო