მეორე სვირი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ახალი სვირი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 230 მეტრი, ზესტაფონიდან 13 კილომეტრი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3356 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
4569 |
2253 |
2316
|
2014[1] |
3356 |
1711 |
1645
|
ეტიმოლოგია
სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“ სვირი განმარტებულია, როგორც მცველი. სახელწოდება, სავარაუდოდ, სოფლის ტერიტორიაზე არსებული ნაპურადევის ციხის თავდაცვითი ფუნქციიდან მომდინარეობს.
ეკონომიკა
მეორე სვირის ტერიტორიაზეა აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილი. სოფელი შედის სვირის მეღვინეობის ზონაში. სოფელში არის საექიმო პუნქტი და საჯარო სკოლა.
ღირსშესანიშნაობები
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნაპურადევის ციხე, თომა მოციქულის სახელობის ეკლესია და მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის XIX საუკუნის ეკლესია გაბეხაძეების უბანში, წმინდა გიორგის სახელობის VIII საუკუნის ეკლესია.
ნაპურადევის ციხე მდებარეობს სოფელ პირველი სვირის საზღვართან. მის შესახებ წერილობითი ცნობები არ მოიპოვება, არსებობს მხოლოდ ლეგენდა, რომ ამ ადგილებში ვახტანგ გორგასალს უნადიმია, ადგილი მოსწონებია და ციხის აშენება უბრძანებია. ციხე საშუალო ზომისაა, კედლები და მდინარეში ჩასასვლელი გვირაბი დანგრეულია. ჩაკირული მრავალი ჭური დეფორმირებულია. ციხის ტერიტორიაზე და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მრავლად მოიპოვება ანტიკური ხანისა და უფრო გვიანი პერიოდის თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ცნობილი ადამიანები
სოფელში დაიბადა და სოფელშივეა დაკრძალული ქართველი პუბლიცისტი ესტატე ბოსლეველი.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო