სანახშირე — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზედა წიფლავაკე, მარტოთუბანი, საღვინე, ქვედა წიფლავაკე). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 180 მეტრი, ზესტაფონიდან 10 კილომეტრი. სოფელში დგას დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია.
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესია, შიგნით მოხატულია, არის ლაპიდარული წარწერები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 162 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
375 |
180 |
195
|
2014[1] |
162 |
82 |
80
|
ლიტერატურა
სქოლიო