ჩოლაბური — მდინარე დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ყვირილის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების ძუსისა და ბუჯის შეერთებით, ზღვის დონიდან 170 მ სიმაღლეზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 565 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, შემოდგომასა და ზაფხულში — წყალმოვარდნები, ზამთარში — წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 11,4 მ³/წმ.
ციტატა
|
„ხოლო კვალად ყვირილას ერთვის, ძევრის-წყლის შესართავს ზეით, ჩრდილოდამ, ჩოლაბური. ეს გამოსდის ნაჯიხურევის მთას და დის ჭალა-ტყემდე ჩრდილოდან სამხრეთით, და ჭალა-ტყიდამ აღმოსავლეთიდამ დასავლეთად“
|
|
|
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 153 — თბილისი, 1941