ტამიში (აფხ. Тамшь) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე დღამშის ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ანუარხუ, ნაოჩი, ნაღბოუ, წკრიში). ზღვის დონიდან 10 მ, ოჩამჩირიდან 14 კმ. 1992-1993 წლის აფხაზეთის ომის შედეგად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1]
ტამიშის ბრძოლა
აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის 2 ივლისს 05:00 საათზე, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდით საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტი 600 კაცისგან შედგებოდა. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ქართულმა ქვედანაყოფებმა მიიღეს.[2]
მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა „დუშეთის“, „შავნაბადასა“ და „ავაზას“ ბატალიონებმა. ქართულმა მხარემ რამდენიმედღიანი ბრძოლის შედეგად 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დიდი დანაკარგის მიუხედავად, ქართველმა ჯარისკაცებმა დესანტის მოგერიება და პოზიციების შენარჩუნება შეძლეს.[2]
ლიტერატურა
სქოლიო