ნაოჩი — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ტამიშის თემი), სამურზაყანოს დაბლობზე. ზღვის დონიდან 5 მ, ოჩამჩირიდან 15 კმ, ტამიშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 1 კმ.[1] სახელწოდება ქართულია, მეგრულად ნაყანევს ნიშნავს (მეგრ. „ოჩე“ – „ვრცელი ყანა“). 1930 წელს შედიოდა ტამიშის თემში, მანამდე არ ფიქსირდება.[2] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[3]
სქოლიო