მერკულა, სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე მოქვის ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ჯუყმური). ზღვის დონიდან 50 მ, ოჩამჩირიდან 7 კმ.
ისტორია
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XIV საუკუნეში. ვარაუდობენ, რომ XVI-XVII საუკუნეებში მდინარე მოქვზე აქ ხომალდები ამოდიოდა. შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხისა და ეკლესიის ნანგრევები. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის და მეფრინველეობის ფაბრიკები, საკონსერვო ქარხანა. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[1].
ლიტერატურა
სქოლიო