ათარა[1] (ყოფ. ნაბჟოუ — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე კოდორის ორივე ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები:ათარბა-იხუსთა, ნახურზოუ). ზღვის დონიდან 100 მ, შავი ზღვიდან 10 კმ, ოჩამჩირიდან 31 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო