ატიშადუ[1], ატიშა-დუ (ყოფ. ვარდისუბანი) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, მდინარე ღალიძგის მარცხენა მხარეს, ქალაქ ტყვარჩელის სამხრეთ-დასავლეთით. ტყვარჩელის თემის ცენტრი (სოფლები:აყვარჩაფანი, აძხიდა). ზღვის დონიდან 210 მ, შავი ზღვიდან 22 კმ, ოჩამჩირიდან 26 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო