ჯგერდა-ახუწა

სოფელი
ჯგერდა-ახუწა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი
თემი ჯგერდა
კოორდინატები 42°57′46″ ჩ. გ. 41°21′40″ ა. გ. / 42.96278° ჩ. გ. 41.36111° ა. გ. / 42.96278; 41.36111
ადრეული სახელები ახუწა
ცენტრის სიმაღლე 500
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჯგერდა-ახუწა — საქართველო
ჯგერდა-ახუწა
ჯგერდა-ახუწა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ჯგერდა-ახუწა

ჯგერდა-ახუწა (ყოფილი ახუწა) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ჯგერდის თემი), კოდორის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, მდინარე დღამშის ზემოთში. ზღვის დონიდან 500 მ, ოჩამჩირიდან 35 კმ, ტამიშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 23 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[1]

ისტორია

სოფელს ძველად ქიაჩი ერქვა. აქ შემორჩენილია VII-VIII საუკუნეების ქიაჩის ეკლესიის ნანგრევები და განვითარებული შუა საუკუნეების ციხე, რომელიც შედიოდა კელასურის კედლის სისტემაში. სახელწოდება ქიაჩი ქართულია, მეგრულად ჯვარს, ბორჯღალას ნიშნავს. XVII საუკუნის მიწურულს ამ მიწაზე აფხაზების დამკვიდრების შემდეგ, ქიაჩის ეკლესიას ქიაჩაბაა (აფხ. ქიაჩის ციხე, კოშკი) შეერქვა, ხოლო სოფელს – ახუწა. აფხაზურად ახუწა „მთისძირს“ ნიშნავს. 1949 წელს ჯგერდის სასოფლო საბჭოში შედიოდა. 1980-იანი წლების მიწურულს ჯგერდა-ახუწა (აფხ. Џьгьарда ахəҵа) უწოდეს.[2]

ლიტერატურა

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!